"აღნიშნულ საქმესთან არანაირი შეხება არ მაქვს" - ბუსა ჟვანიას პასუხი მედიის წარმომადგენლებს

ბუსა ჟვანია

,,ამჟამად საზღვარგარეთ ვიმყოფები ჩემს პროფესიულ და საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, მალე დავბრუნდები საქართველოში" - ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს, თითქოს ის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს ხელს აფარებდა და ამჟამად მას სამართალდამცავი ორგანოები ეძებენ. 

ჟვანიას განცხადებით, მას კვარაცხელიას მკვლეობასთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია და საზღვარგარეთაც, სწავლის საკითხებთან დაკავშირებით იმყოფება. 

,,უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს, მე ვარ დაკავშირებული ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის საქმესთან.

პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო მომხდარის გამო. მინდა აქვე კატეგორიულად განვაცხადო, რომ აღნიშნულ საქმესთან არანაირი შეხება არ მაქვს და ინფორმაციის გავრცელებამდე - მე არავინ დამკავშირებია. მეტი სიზუსტისთვის, მინდა აღვნიშნო, რომ ამჟამად საზღვარგარეთ ვიმყოფები ჩემს პროფესიულ და საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, მალე დავბრუნდები საქართველოში. იმედს ვიტოვებ ამ განცხადების შემდეგ, დამთავრდება სპეკულაციები და ჩემი სახელის ხსენება მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით", - აცხადებს ჟვანია. 

აღნიშნულთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა, ბუსა ჟვანიას ბიძამ, გოგლა ჟვანიამაც და განაცხადა, რომ მის ძმისშვილს არავინ არ ეძებს. 

,,დიახ, ის იმყოფება საზღვარგარეთ, მან რამდენიმე კვირის წინ გადაკვეთა საზღვარი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მას არავინ არ ეძებს და აღნიშნულ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს", განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, გაზეთ ,,ქრონიკა+"-ის რედაქტორის, ელისო კილაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბუსა ჟვანია, რამდენიმე კვირის წინ საკუთარ სადარბაზოსთან მოკლული, ნიკა კვარაცხელიას მკვლელებს ხელს აფარებდა და ამის გამო მას პოლიცია ეძებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
იოსებ ხახალეიშვილი
იოსებ ხახალეიშვილის მორიგი ტყუილი - "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის მტკიცებით, ქუთაისის ოპერის თეატრში მომღერლებს კოვიდი აქვთ და ბურჭულაძის მიღება ამიტომ ვერ მოხერხდა

,,სადაც გინდათ შეგიძლიათ, თავისუფლად შეხვიდეთ, უბრალოდ ოპერაში გამოცხადებულია კარანტინი, რადგან რამდენიმე მუსიკოსს კოვიდი დაუდასტურდა" - ,,ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის მტკიცებით, მსოფლ...

პოლიტიკა 1635287837

მელია
"მოდულის შენობებთან ბატონ გომელაურს ახალგაზრდებს ნამდვილად არ დავუყენებთ" - რას გეგმავს ნიკა მელია გამარჯვების შემთხვევაში?

,,ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის შემდეგი, კარისკაცებად და დარაჯებად ახალგაზრდა, პოტენციური ადამიანები აღარ დადგებიან..."- ეს განცხადება თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, გადაცემა ,,...

პოლიტიკა 1635285280

აქცია
"დღეს მეც მიშა ვარ" - აქცია-პერფორმანსი ბათუმში

,,დღეს მეც მიშა ვარ" - ამ ლოზუნგით ბათუმში, სუს-ის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა აქცია გამართეს. ,,ჩვენც იგივე დამნაშავეები ვართ, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ვფიქრობთ, რომ საქართველ...

პოლიტიკა 1635284990

ხატია დეკანოიძე
"მიშას მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ჩვენ ამ გამარჯვებით ერთი ნაბიჯი გადავდგათ მომავლისკენ" - ხატია დეკანოიძე

,,როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აკეთებს ყველაფერს მობილიზაციისთვის ხელისუფლება, მე თვითრეფლექსიისთვის მინდა გითხრათ, მაშინაც მონოლითური იყო ხელისუფლება და მე მახსოვს ძალიან კარგად, რომ ჩვენივე მიყ...

პოლიტიკა 1635284513

მაჭარაშვილი
"ჭამოს ეს საჭმელი, მშვენიერი საჭმელია იქაც... რას აპროტესტებს?"- გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

"ჭამოს ეს საჭმელი, მშვენიერი საჭმელია იქაც... რას აპროტესტებს?" - ასე ეხმაურება პარლამენტის უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი, გადაცემა ,,360 გრადუსში", საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშ...

პოლიტიკა 1635282996

ხატია დეკანოიძე
"არც სკამისთვის ვიბრძვი და არც ძალაუფლებისთვის" - ხატია დეკანოიძე

,,ყველაზე მეტად რაც ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდება დღეს საქართველოში, ეს არის ახლებური ხედვა განვითარების, ზიზღის და აგრესიის დასრულება, ადამიანები თვითმმართველობაში, ვინც მოქალაქეებზე არიან ორიენტირე...

პოლიტიკა 1635282115