„აღნიშნული დაზიანება, ცალსახად დადგენილია, რომ მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის გამოყენებით. ეს შესაძლებელია იყოს როგორც ადამიანის ანატომიური ორგანო - ხელი, მუშტი, ფეხი, ასევე შეიძლება იყოს - ქვა, აგური, ხის ნაჭერი“ - გიგა ავალიანის პროკურორი

გიგა ავალიანი

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანის სასამართლო პროცესზე დღეს ორი ექსპერტი დაკითხეს. როგორც პროკურორმა განაცხადა, ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ავალიანს ნამდვილად ჰქონდა შუბლის ძვლის მოტეხილობა, რაც პირდაპირ კავშირშია მის სასიკვდილო შედეგთან. დაზიანება კი პროკურორის თქმითვე, მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნით: "დღეს ერთ-ერთი, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნა გამოკვლეული, ეს არის კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გიგა ავალიანს ნამდვილად ჰქონდა შუბლის ძვლის მოტეხილობა, რომელმაც გამოიწვია მისი უმძიმესი დაზიანება, რაც პირდაპირ კავშირშია მის სასიკვდილო შედეგთან.აღნიშნული დაზიანება ცალსახად დადგენილია, რომ მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის გამოყენებით. ექსპერტი რაიმე მკვრივ, ბლაგვ საგანს განმარტავს, რომ ეს შესაძლებელია იყოს როგორც ადამიანის ანატომიური ორგანო, მათ შორის, ხელი, მუშტი, ფეხი, ასევე შეიძლება იყოს - ქვა, აგური, ხის ნაჭერი და ა.შ. ამ შემთხვევაში როგორი სახის მკვრივ, ბლაგვ საგანზეა საუბარი, ამას ექსპერტი ცალსახად ვერ ადგენს.დაცვის მხარე აპელირებდა იმაზე, რომ დარტყმის შედეგად, გიგა ავალიანი ასფალტზე, კეფით, პირაღმა მდგომარეობაში დაეცა და დაცემის დროს უნდა მიეღო დაზიანება. თუმცა, კომისიურმა ექსპერტებმა ცალსახად გამორიცხეს მსგავს გარემოებებში შუბლის ძვლის მოტეხილობა, რადგან შუბლის ძვალი დაზარალებულს მოტეხილი აქვს პირდაპირი დარტყმის შედეგად, ფეხზე მდგომს და მიყენების მიმართულება იყო წინიდან უკან და არა პირიქით. დაცემის შედეგად მას დაზიანება უნდა მიეღო კეფის არეში - უკნიდან წინ. ამ შემთხვევაში, გიგა ავალიანს დაზიანება პირდაპირ შუბლის არეში აქვს მიყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდამსხმელები მას პირისპირ ედგნენ" [IPN] | განაცხადა პროკურორმა ქეთევან სონიძემ.

 გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრამპ თაუერი
თბილისში 70-სართულიანი Trump Tower-ი აშენდება - The Wall Street Journal-ი

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები თბილისში 70 სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის აშენებას გეგმავენ გამოცემის ინფორმაციით, ცათამბჯენი მოიცავს ს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1776583264

მირცხულავა
„ჯერ უფროსი შვილის ფანტომობით კვება საზოგადოება და მორალური ზიანი მოაყენა, მერე - მეორე შვილისადმი მთელი სამთავრობო ვერტიკალოს ლაქიაობის დემონსტრირება მოახდინა დ ისიც დააზიანა, ახლა მესამეს იმეტებს - რათა კაცო, რათა?“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც "უფლისწული" შემოგყავს პოლიტიკაში. ნეტა, შვილებს რას ერჩიან, რატომ მტრობენ მათ? იმაზე საუბარი, რომ შვილი - კარგი ბიჭია (გოგოა), სრულიად უა...

სოცმედია 1776583076

ნეთანიაჰუ ტრამპი
„ისრაელმა დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეა“ - ტრამპი

„მოსწონს თუ არა ხალხს ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეები არიან. ისინი არიან მამაცები, გაბედულები, ერთგულები და გონიერები; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით...

მსოფლიო 1776582759

გლაგოლი
კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს - უკრაინის გენერალური პროკურორა

უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გუშინ კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს | ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო Telegram-არხ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1776582533

პროკურატურის შენობა თბილისში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტები - "საქართველოს პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

"საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს...

კრიმინალი 1776582471

ჰორმუზის სრუტე
ჰორმუზის სრუტე ისევ დაიბლოკა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზის, ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის მიმართ გაჩენილი მოკლევადიანი იმედის შემდეგ, ვითარება კვლავ გაუარესდა და 24 საათზე ნაკლებ დროში მკვეთრად შეიცვალა,...

მსოფლიო 1776582355