სამართალი • 1700560089 193
ზურაბ ნოღაიდელმა კარტოგრაფების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცა. ყოფილი პრემიერი, რომელიც პროკურატურის იმედი იყო, დავით გარეჯის საქმეზე კითხვებს ასე პასუხობდა. არ ვიცი, ჩემი კომპეტენცია არ იყო! - ეს იყო ყოფილი პრემიერის მთავარი სათქმელი.
სახელმწიფო ბრალდებას აინტერესებდა როგორც გადაწყდა 2005 წელს საზღვრის სადემარკაციო საკითხი აზერბაიჯანთან, როცა მთავრობის მეთაური ნოღაიდელი იყო. თუმცა, ნოღაიდელი ამბობს, რომ ეს იმჟამინდელი პრეზიდენტის, ანუ მიხეილ სააკაშვილის კომპეტენცია იყო.
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც გარეჯის საკითხი იყო განხილული მისი პრემიერობის პერიოდში, ნოღაიდელმა გაიხსენა უშიშროების საბჭოს სხდომა.
როგორც ნოღაიდელი იხსენებს, მაშინ სააკაშვილი ამბობდა, რომ მოეძებნათ საშუალება, რომლითაც საქართველოს სასაზღვრო ტერიტორიაში დარჩენილიყო გარეჯის კომპლექსის სრული ნაწილი, რაზეც მაშინ კომისიისგან მიიღეს პასუხი, რომ არ არსებობდა მტკიცებულებები ამ ყველაფრის გასაკეთებლად. სხვა ყველაფერზე პასუხად, ნოღაიდელი ამბობდა, რომ ეს არ იყო მისი კომპეტენცია.
ორჯერ იყო ინციდენტი კომპლექსის ირგვლივ, ეს ერთ-ერთი მორიგი ინციდენტი იყო, რაზეც რეაგირება იყო ჩვენი მხრიდან აუცილებელი. ერი მხრივ ეს წერილი გამოძახილია გარკვეულწილად, უშიშროების საბჭოზე განხილვისა, როდესაც საბჭოს ეცნობა, რომ არცერთი ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტით დავით გარეჯის კომპლექსის ეს ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე არ რჩება.
მთავრობის სხდომაზე ეს საკითხი არ განხილულა, ჩემთან, როგორც პრემიერთან, თათბირზე ეს საკითხი ვერ განიხილებოდა, იმიტომ, რომ ეს ჩემი კომპეტენცია არ იყო. ეს პრეზიდენტის უშუალო კომპეტენციაა. გადაწყვეტილებაც მას უნდა მიეღო აუცილებლად. არაფორმალურად საკითხის განხილვა არ მახსენდება. ერთადერთი რამ, რაც ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის ცნობილი იყო ჩემთვის, იყო ის, რომ ჩვენს ხელთ არ არის არცერთი ოფიციალური დოკუმენტი, რუკა და არცერთი სხვა საბუთი, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემდა ამ ტერიტორიის საქართველოსთვის მოკუთვნებისთვის". - განაცხადა ნორაიდელმა პროკურატურის კითხვების საპასუხოდ.
რაც შეეხება დაცვის მხარის კითხვაზე, საგარეო პოლიტიკის განხორციელება პრეზიდენტის კომპეტენცია იყო თუ მთავრობის? ნოღაიდელმა უპასუხა, რომ ეს პრეზიდენტის კომპეტენცია იყო.
უფლებადამცველმა გიორგი მშვენიერაძემ ამ კითხვის საპასუხოდ ნოღაიდელს უთხრა, რომ მას საქართველოს კონსტიტუციის მუხლი არ აქვს წაკითხული.
ძალიან ვწუხვარ რომ პირველი მუხლი არ გაქვთ წაკითხული კანონის, რომლითაც უფლებამოსილებას ახორციელებდით". - უთხრა მშვენიერეაძემ ნოღაიდელს.
მშვენიერაძის კითხვაზე - თუ იცნობდით, ან თუ იყო წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი რუკებს გარდა მთავრობის სახელზე გამოგზავნილი, სადაც აღწერილი იყო პროცესი, რა გზა გაიარა საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფომ, რომ საზღვრის დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით, თქვენს პრემიერობამდე?
ნოღაიდელმა უპასუხა, რომ არ იცნობდა მსგავს არაფერს და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც გარეჯის საკითხი იყო განხილული მისი პრემიერობის პერიოდში, იყო უშიშროების საბჭოს სხდომა.
ყოფილ პრემიერ-მინისტრთან კითხვები ჰქონდა ივერი მელაშვილსაც. მან სცადა რამდენიმე კითხვის დასმა, თუმცა ნოღაიდელისგან ვერც მან მიიღო პასუხები.
ამის შემდეგ მელაშვილმა თქვა, რომ კითხვების დასმას აზრი არ ჰქონდა, რამაც მოსამართლის განაწყენება გამოიწვია.
მომდევნო სხდომა დეკემბერშია ჩანიშნული და მოწმეების გამოკითხვა გარეჯის საქმეზე გაგრძელდება.
კარტოგრაფების საქმეზე ხმაურიანი სასამართლო სხდომები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, შემდეგ კი პროცესები თავიდან დაიწყო. ახლა ყველა მოწმეები ხელახლა დაიკითხებიან.
კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საზღვრების დელიმიტაციის პროცესში, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ადანაშაულებს.
ბრალდებულები სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.
"მეორადი პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში იყიდებიან ადამიანები თუ არა, ეს ერთი საკითხია… ფაქტი კი ისაა, რომ ამ საზარელ გარემოში ყველა ერთად ვცხოვრობთ. ადამიანები უკ...
სოცმედია • 1702239900
"თუ ორბანს ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაბლოკვა გაუვიდა, გამოდის პუტინის ვასალ რეჟიმსაც მოსწმინდა პირი საქართველოში და თან ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეფერხებაც გამოუვიდა პუტინის გასახარა...
სოცმედია • 1702239300
კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ამბის დეტალები - რომ არა სკოლა, 14 წლის გოგონას შემზარავი ისტორია, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. სასწავლო დაწესებულების დირექტორი "კურიერი P.S.-სს" უყვება,...
კრიმინალი • 1702239000
ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით. თბილისი, ზღვის უბანი. დღის 4 საათი. 24 წლის გოგოსა და 28 წლის მამაკაცს შორის კონფლიქტი ავტომობილში იწყება. ყოფილი ქმარი ახალგაზრდა გოგოს შერიგებ...
კრიმინალი • 1702238700
„ქართული ოცნების“ ალტერნატივა არ არსებობს, აცხადებს ბლოგერი დომენიკ მანო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. "ხომ უნდა არსეპბდეს ვინმე, ვისი მოყვანაც ხელისუფლებაში ღირს? რა დეპოლარიზაცია, რის დეპოლა...
სოცმედია • 1702238460
"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს - კინოთეატრ "გაზაფხულს", რომელიც აღგავეს მიწიდან და კინოთეატრ "რუსთაველს", რომელსაც სამომავლოდ, ალბათ, სასტუმროდ ამზადებენ და ახლა, სამარცხვინოდ, დიდი ბოქლომი ადევს. თუ...
სოცმედია • 1702238100
ეს საინტერესოა • 1702236720
11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1702152693
ვირის რძეზე მოთხოვნა იზრდება