აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველმა კაპიტანმა ბრალი აღიარა - კალანდაძეს განაჩენს 7 აგვისტოს გამოუტანენ
სამართალი • 1781341809
აშშ-ის მიერ დაკავებული რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემის ქართველმა კაპიტანმა, 47 წლის ავთანდილ კალანდაძემ აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის წაყენებული ბრალი აღიარა - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, რუსული ჩრდილოვანი ფლოტი ქართველ კაპიტანს განაჩენს 7 აგვისტოს გამოუტანენ.
- სანაპირო დაცვის ბრძანებისთვის დაუმორჩილებლობა, დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"47 წლის ავთანდილ კალანდაძემ, რომელიც ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერის ყოფილი კაპიტანია და რომელსაც წარსულში ირანული და ვენესუელური ნავთობი აშშ-ის მოწინააღმდეგეების სასარგებლოდ გადაჰქონდა, დღეს საოლქო სასამართლოში ბრალი აღიარა, კარიბის ზღვიდან ჩრდილო ატლანტის ოკეანემდე მრავალკვირიანი დევნის დროს აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის“ - ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გენერალური პროკურორის თანაშემწემ, ჯონ ეიზენბერგმა განაცხადა, რომ „კალანდაძის მიერ დანაშაულის აღიარება გამაფრთხილებელი უნდა იყოს ჩრდილოვანი ფლოტის მფლობელებისთვის, ოპერატორებისთვის და ყველასთვის, ვინც მართავს ან სხვაგვარად მხარს უჭერს მსგავს სახიფათო გემებს“.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ავთანდილ კალანდაძე ტანკერის Bella 1-ის კაპიტანი 2025 წლის სექტემბრიდან 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე იყო, რა დროშიც მან აზიაში 1.8 მილიონი ბარელი ირანული ნავთობი გადაიტანა.
„ამ პერიოდში კალანდაძე Bella 1-ის გადაადგილების დასამალად სხვადასხვა გავრცელებულ მეთოდებს იყენებდა, მათ შორის, გადაადგილდებოდა გამორთული ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემით (AIS) და ნავთობის გადატვირთვისას გემის დასახელებას მალავდა“ - ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...
სამართალი • 1784739600
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...
პოლიტიკა • 1784737800
იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...
შოუბიზნესი • 1784736682
თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...
საზოგადოება • 1784730536
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1784726017
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784723688











