ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს – ოჯახი საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს
სამართალი • 1787479586
ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის, დმიტრი მენიაევის ცხედარი აღმოაჩინეს. იგი რუსეთის მოქალაქე იყო, ბათუმში 17 წლიდან ცხოვრობდა და დისტანციურად მუშაობდა. მეზობლებმა 112-ში მძაფრი სუნის გამო 15 აგვისტოს დარეკეს.
ოჯახის ვარაუდით, შესაძლოა ადგილი ჰქონდა მკვლელობას, რაც, სავარაუდოდ, გარდაცვლილის სექსუალურ ორიენტაციას უკავშირდება. მათი თქმით, ბინა არეული იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადგილზე სხვა პირიც იმყოფებოდა. ცხედარს გახრწნის ნიშნები ეტყობოდა, რის გამოც გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა ექსპერტიზის დასკვნამდე რთულდება. ოჯახის ადვოკატი ითხოვს, რომ გარდაცვლილის ძმა დაზარალებულად ცნონ, რათა მას საქმის მასალების გაცნობის საშუალება მიეცეს.
„ვითხოვ შეიცვალოს საქმეზე კვალიფიკაცია – ეს იყო სავარაუდოდ მკვლელობა და არა თვითმკვლელობა და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მის სექსუალურ ორიენტაციასთან. დმიტრის სქესის შეცვლამდე ერქვა თამარა, მას ბოლოს პირველ აგვისტოს ვესაუბრე… 3 აგვისტოდან ჩემი ძმა ონლაინ აღარ იყო. ვვარაუდობ, რომ ის შესაძლოა მოკლეს 3 აგვისტოს… მითხრეს, რომ მუშაობენ თვითმკვლელობის ვერსიაზე, მაგრამ ბინაში ვიყავი, რომელიც სრულიად არეული დამხვდა, დიდი ალბათობით იქ სხვა ადამიანიც იყო.“ - კუზმა იაკიმეცი, გარდაცვლილის ძმა
„ექსპერტი ამბობს, რომ ცხედარზე ზედაპირული დათვალიერებით ძალადობის კვალი არ შეიმჩნევა, თუმცა დასადგენია გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნები ჯერ არ არსებობს. ექსპერტი ამბობს იმასაც, რომ შესაძლოა გართულდეს გარდაცვალების მიზეზის დადგენა, რადგან ცხედარს უკვე გახრწნა ჰქონდა დაწყებული... კუზმა იაკიმეცი დაზარალებულად უნდა იქნეს ცნობილი, რომ დაზარალებულ მხარეს შეძლოს გაეცნოს საქმის მასალებს, მაქსიმალურად ჩართული იყოს ამ საქმის გამოძიებაში.“- ზვიად მარკოიძე, ოჯახის ადვოკატი
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...
ეს საინტერესოა • 1789072649
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...
პოლიტიკა • 1789071801
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...
პოლიტიკა • 1789070226
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...
საზოგადოება • 1789067079
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...
პოლიტიკა • 1789060240
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...
საზოგადოება • 1789052172










