ბრალდებულმა პირი მოკლა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მის მანქანას ცეცხლი წაუკიდა - რამდენი წელი მიუსაჯეს დამნაშავეს
სამართალი • 1679913332 117

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. საქმე ეხება 2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარ მკვლელობას.
სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის მაქსიმალური ზომა, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა დაზარალებული იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ ავტოავარიის ინსცენირება მოაწყო და დანაშაულის დაფარვის მიზნით მსხვერპლს და ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა.
"სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2022 წლის გაზაფხულზე ბრალდებულმა თანხა ისესხა დაზარალებულისგან, რომელსაც თვეების განმავლობაში არ უბრუნებდა. დაზარალებული ვალის გადახდას ითხოვდა, ბრალდებული კი, სხვადასხვა მიზეზით, თანხის დაბრუნებაზე უარს ამბობდა. ამის გამო, მათ არაერთხელ მოუვიდათ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.
2022 წლის 15 აგვისტოს ბრალდებულმა, წარსული კონფლიქტის გამო, შურისძიება გადაწყვიტა. იგი დაზარალებულს შეხვედრაზე შეუთანხმდა. დათქმულ ადგილზე მისულს კი, ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია თავის მიმართულებით ესროლა. შემდეგ მსხვერპლი ავტომობილით ტყისკენ წაიყვანა, სადაც ავტოავარიის ინსცენირება მოაწყო და დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, დაზარალებულის სხეულს და ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა.
სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს 40 მოწმე და გამოიკვლიეს ყველა ნივთიერი მტკიცებულება, მათ შორის, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ვაზნები, რომლებიც მკვლელობის დროს გამოყენებული საბრძოლო მასალის იდენტური იყო
დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე ავითარებდა ვერსიას, თითქოს ბრალდებულმა თავდაცვის მიზნით გაისროლა. ეს პოზიცია ეწინააღმდეგებოდა მტკიცებულებებს, რომლებიც ბრალდებულის მიერ დანაშაულის დაგეგმვასა და შემთხვევის ადგილზე შეიარაღებულ ჩასაფრებას მოწმობდა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

„ცუდი ანალიზია და ამაზე უარესად შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება თავისი სუვერენიტეტის ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს. ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო? “ - საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩ...
პოლიტიკა • 1685465201

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ტვიტს აქვეყნებს და წერს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ....
პოლიტიკა • 1685462135

მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, წავკისში, დიდგორისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება. აღნ...
საზოგადოება • 1685462057

ვაგნერის ხელმძღვანელი რუსულ პროპაგანდას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებით რუსული ჯარი წინ ვერ წავა. ევგენი პრიგოჟინი ასევე უკრაინულ არმიას აქებს და ამბობს, რომ ისინი ფრონ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1685460921

„გოვორიტ მოსკვა! გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის "ზა პერესტროიკუ"-ს პარტიის აქტივისტი ლяკა ხოშტარიას თანამოაზრე ევროს პარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე! ურაა ტოვარიშჩი! ბანს აძლევენ ფარი...
სოცმედია • 1685460818

11-12 ივლისს ვილნიუსში არის ნატოს სამიტიდღეს ღარიბაშვილმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა პუტინის გზავნილი - თითქოს რუსეთი უკრაინაში იმიტომ შეიჭრა რომ ნატოს გაფართოება შეეჩერებინათავი რომ დავანებოთ იმას რომ ე...
პოლიტიკა • 1685460708