ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობა - ბრალდებულს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა.

უწყების ცნობით, გამამტყუნებელი ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივნისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, დ.ნ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ა.მ.-სთან და შ.მ.-სთან, რა დროსაც, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, ორივე პირს დამიზნებით ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად, შ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ა.მ.-ს გადარჩენა დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.

ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ დ.ნ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, მკვლელობა 2020 წლის 28 ივნისს მოხდა, რა დროსაც, ბრალდებულმა ერთ პირს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა, მეორე პირი კი დაჭრა. შემთხვევას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხარებაა
ხალხი გაუფრთხილებლად, "ხარებას" გამო სცემეს - როგორ დაიწყო დაპირისპირება

დაპირისპირება "ხარებას" ხსენებას მოჰყვა - ამის შესახებ "გიორჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ცოტნე კობერიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.   მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმს წევრები ადამიანებს ფიზიკ...

პოლიტიკა 1713296842

ასტროპროგნოზი
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დინების მიმართულებით ცურვა ვერ აგიყვანთ იმ სიმაღლემდე, რისი მიღწევის პოტენციალიც გაქვთ. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები ფხიზელი თვალით შეაფასოთ და შესაბამისად იმოქმედოთ. მა...

ეს საინტერესოა 1713296400

რამიშვილი მიშიკო
„ერთი ბალონი დამაცალეს თავზე, ახლაც ვერაფერს ვერ ვხედავ“ - მიხეილ რამიშვილი

"ერთი ბალონი დამაცალეს თავზე, ახლაც ვერაფერს ვერ ვხედავ თვალებში" - ამ განცხადებას ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აკეთებს და იხსენებს, როგორ გადაამეტეს ძალას სამართალდამცავებმა და როგორ გამოიყენეს მშვიდობ...

პოლიტიკა 1713296076

გიგა სოფრომაძე
„ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე“ - თბილისის მერიის მაღალჩინოსანი რუსული კანონის წინააღმდეგ

საჯარო მოხელე რუსული კანონის წინააღმდეგ - თბილისის მერიის მომედი თანამშრომელი წერს, რომ "ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე" „როდესაც კითხვას სვამთ, ამ კანონში რას ხედავთ რუსულსო, პასუხად...

პოლიტიკა 1713295813

ივანიშვილი
„რუსული კანონის მიღებით ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს“

რუსული კანონის მიღებით ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს - ამის შესახებ დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   "ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას დ...

პოლიტიკა 1713295407

სპეცრაზმიი
დაკავებულია 11 პირი, გამოყენებულია ე.წ. წიწაკის სპრეი - შსს-ს განცხადება

სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა...

პოლიტიკა 1713295299