დაურ ბუავას გარდაცვალების საქმე - პროკურატურა ვიდეომტკიცებულებებსა და ახალ დეტალებს აქვეყნებს (ვიდეო)
სამართალი • 1788102754
საქართველოს პროკურატურამ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა. უწყება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საქმის დეტალებსა და ვიდეომტკიცებულებებს აქვეყნებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაურ ბუავა დიდ დიღომში, კრისტიან სტივენის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. 23 აგვისტოს, 01:04 საათზე მასთან სტუმრად მივიდა ნაცნობი, უკრაინის მოქალაქე ვ.კ., რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. ნივთიერება მათ ერთად მოიხმარეს, რის შემდეგაც, დაახლოებით 03:00 საათისთვის, ვ.კ. შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.
ბრალდებულის ჩვენებით, იგი გონს 25 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე მოვიდა. მან ნახა, რომ დაურ ბუავა მძიმედ სუნთქავდა და უგონო მდგომარეობაში იყო. შეშინებულმა ვ.კ.-მ ბუავა დახმარების გარეშე მიატოვა, ბინა დატოვა და მომხდარის შესახებ არავის შეატყობინა.
ქიმიური ექსპერტიზით დადასტურდა დაურ ბუავას მიერ „მეთადონისა“ და ალკოჰოლის მიღების ფაქტი. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოღებულია ბლოგერის საცხოვრებელი სახლიდანაც.
სადარბაზოს ვიდეოკამერების ჩანაწერებით დასტურდება, რომ 23 აგვისტოს, 01:04 საათზე ბინაში ვ.კ. შედის. იმავე ღამეს, 01:57 და 02:38 საათებზე, დაურ ბუავა სადარბაზოში მარტო გამოდის და ორ წუთში უკან ბრუნდება, რის შემდეგაც კამერებში აღარ ჩანს. 25 აგვისტოს, 09:43 საათზე სადარბაზოს ტოვებს ბრალდებული ვ.კ., რომელსაც შეუძლოდ ყოფნის გამო ადგილობრივი მცხოვრებლები ეხმარებიან.
დაკავებულ ვ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა. პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
ამავე საქმის ფარგლებში შსს-მ კიდევ ორი პირი დააკავა, რომელთა საცხოვრებელ სახლებშიც ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს. მათგან ერთ-ერთმა ნარკოტიკი ბრალდებულ ვ.კ.-ს გადასცა, რომელიც მან მოგვიანებით დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა. საქმეზე გამოძიება და შესაბამისი ექსპერტიზები გრძელდება.
11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...
ეს საინტერესოა • 1789072649
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...
პოლიტიკა • 1789071801
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...
პოლიტიკა • 1789070226
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...
საზოგადოება • 1789067079
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...
პოლიტიკა • 1789060240
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...
საზოგადოება • 1789052172










