"დედ ჰასანის" მკვლელობისთვის, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერს, რუსეთში 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
სამართალი • 1747051071
ტაგანსკის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
იგორ ჟირნოკლეევი "კრიმინალური ავტორიტეტის", ასლან უსოიანის (ცნობილი როგორც „დედ ჰასანი“) და ადვოკატ ნატალია ვავილინას მკვლელობაშია ბრალდებული.
„დედ ჰასანი“ 2013 წლის იანვარში მოსკოვში სნაიპერმა მოკლა. ადვოკატი ნატალია ვავილინა კი 2017 წლის აპრილში მოკლეს.
სასამართლო პროცესი 2021 წლიდან მიმდინარეობდა და ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტით, საქმეში მონაწილე 10-ვე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობასა და მასში მონაწილეობაში.
ტაგანსკის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის დანარჩენ ცხრა წევრს 22-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ცნობისთვის, ტაგანსკის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მოსკოვში 1980-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. მრავალი წლის განმავლობაში მისი ლიდერი ვიაჩესლავ ივანკოვი ("იაპონჩიკი") იყო. 2019 წელს, იგორ ჟირნოკლეევის დაპატიმრების შემდეგ, დაჯგუფება დაიშალა.
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












