ეკა კუპატაძე: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე საუბარი გიორგი მალანიასთან ჰქონდა

გიგა ავალიანი ეკა კუპატაძე

გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილთან, გიორგი მალანიასთან ჰქონდა. მისივე თქმით, დაცვის მხარეს სამი მოწმე ჰყავს წარმოდგენილი და ცდილობს აჩვენოს, რომ მალანიასა და გაბაშვილს შორის მცირე კომუნიკაცია იყო.

ეკა კუპატაძე გიორგი მალანიას სასამართლო პროცესს ესწრება.

„დღეს, ბრალდების მხარე, ანუ ჩვენ, დავამთავრებთ მტკიცებულებების გამოკვლევას, გამოვიკვლევთ ნია იმნაძის ბინაში ფარულ ჩანაწერებს და რამდენადაც ვიცი, მხოლოდ იმ ფრაგმენტებს გამოვიკვლევთ, სადაც ნია იმნაძე და მამამისი საუბრობენ გიორგი მალანიას როლზე გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში, თუ როგორ დაეხმარა გიორგი მალანია ალექსანდრე გაბაშვილს.

რამდენადაც ვიცი, დაცვის მხარეს სამი მოწმე ჰყავს წარმოდგენილი... მალანიას დაცვის მხარე ფიქრობს, გვაჩვენოს, თუ რა ცოტაჯერ ჰქონდათ ურთიერთობა გიორგი მალანიას და ალექსანდრე გაბაშვილს. მათ ურთიერთობა ჰქონდათ სატელეფონო კავშირით, „ვოთსაფით“, „მესენჯერით“, „ტიკტოკით“. რაც უფრო ცოტა კომუნიკაცია დაფიქსირდება მალანიასა და გაბაშვილს შორის, მით მეტად საშიშია გიორგი მალანიას ფიგურა. 28 სექტემბერს, 6-ის წუთებზე დაუკავშირდა ალექსანდრე გაბაშვილი გიორგი მალანიას, რომ გიგა ავალიანის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა და 29 სექტემბერს, 8 საათზე, ალექსანდრე გაბაშვილს უკვე ჰქონდა ინფორმაცია და ჩვენს სახლთან ჩასაფრებაში იყო, ერთ დღეში, ხალხნო ერთ დღეში! ეს იმას ნიშნავს, რომ კი არ დააშინა ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი მალანია, მანიპულირება კი არ მოახდინა, არამედ მთელი აზარტით შევიდა გიორგი მალანია ამ ყველაფერში და სიხარულით მისცა ყველა ინფორმაცია, რაც დანაშაულის სრულყოფისთვის სჭირდებოდა. ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე საუბარი ჰქონდა გიორგი მალანიასთან“, — განაცხადა კუპატაძემ.

ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. კერძოდ, მისამართისა და გარეგნობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.

გიგა ავალიანი იყო 28 წლის ექიმი და კერძო რეპეტიტორი, რომელიც 2025 წლის 1 ოქტომბერს თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან სასტიკად სცემეს. იგი 23-დღიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. საქმეზე სხვადასხვა მუხლით რამდენიმე არასრულწლოვანია დაკავებული.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი
დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, მე საჩივარს არ შევიტან, მსურს მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო ყველასთვის - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...

სპორტი • 1794602917

ზოდიაქო
14 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...

ეს საინტერესოა • 1794600374

ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...

საზოგადოება • 1794598054

ავარია ინდოეთი
ინდოეთში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...

მსოფლიო • 1794595089

გემები მარმარაში
სტამბოლის სანაპიროსთან ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...

მსოფლიო • 1794591096

ლუკა ეხვაია ჩინეთი
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას დაშვებულ პროტოკოლურ ხარვეზს უკავშირდება

როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...

პოლიტიკა • 1794584851