ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ბრალი აღიარა - რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
სამართალი • 1792843564
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ჩადენილი დანაშაული აღიარა, რის საფუძველზეც მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
უწყების ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უკვე დაამტკიცა.
სასამართლომ რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო შემდეგ ფაქტებზე:
-
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ (სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 3 ეპიზოდი);
-
სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა (სსკ-ის 337-ე მუხლი, 4 ეპიზოდი);
-
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი);
-
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება (სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).
პროკურატურის განმარტებით, მიქაუტაძემ ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია ჩადენილი დანაშაული, სრულად აანაზღაურა მიყენებული ზიანი და საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობით უწყებას თვითონ მიმართა.
„პროკურატურამ მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძის მიერ ბრალის აღიარების, ზიანის ანაზღაურებისა და თანამშრომლობის გათვალისწინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე“, — ნათქვამია პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რომეო მიქაუტაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი. გარდა ამისა, მას დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა 1 000 000 ლარის ოდენობის ჯარიმა და 3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
ამასთან, მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქონება და ძვირფასეულობა:
-
ესპანეთში, ქალაქ მადრიდში მდებარე ბინა — 1 882 168 ლარის ღირებულების;
-
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში მდებარე აგარაკი — 372 720 ლარის ღირებულების;
-
შპს „ნახიდური ჰესის“ 15%-იანი წილი — 1 577 306 ლარის ღირებულების;
-
ძვირადღირებული ავტომობილები: „MERCEDES-BENZ G 63 AMG“ (510 000 ლარი), „LAND ROVER RANGE ROVER“ (350 000 ლარი) და „LEXUS ES 250“ (100 000 ლარი);
-
ძვირფასეულობა: 630 110 ლარის ღირებულების 4 მაჯის საათი, 99 504 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები და 19 770 ლარის ღირებულების მონეტები.
პროკურატურის ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძემ ასევე სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი, რომლის ოდენობამაც 114 658,08 ლარი შეადგინა.
7 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი ენერგიული მუხტით, საქმიანი აქტივობითა და გონებრივი კონცენტრაციით. კოსმოსური ფონი გვეხმარება სწრაფად გადავრთოთ ყურადღება პრაქტიკულ ამოცანებზე და წინ წავწიოთ პროფეს...
ეს საინტერესოა • 1794001636
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ახალ დარტყმებს ამზადებს და მთავარი სამიზნე სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დნეპრის ხიდები და სამოქალაქო ობიექტებია. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1793998946
მოსკოვის სასამართლომ მატარებლების მოყვარულთა პოპულარული ფოტოსაიტის, RailGallery-ის დამფუძნებლები, დენის ესკოვი და ანატოლი ნაგორნოვი დააპატიმრა. გამოძიება მათ სახელმწიფო რკინიგზის დახურულ ბაზებში უკანო...
მსოფლიო • 1793997466
კენიის სასამართლომ აპოკალიპტური კულტის ლიდერს, პოლ მაკენზის 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრულის მკვლელობაში, ასევე ადამიანების შიმშილით სი...
მსოფლიო • 1793990912
საქართველოს ბანკმა, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, Countman-თან პარტნიორობით, ბიზნესის ფინანსური მდგრადობისა და დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობებზე ვორკშოპი გამართა. შეხვედრას გიორგი ბ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1793978807
საქართველოს საპატრიარქომ აზარტული თამაშებისა და კაზინოებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ღიად გააკრიტიკა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხად...
საზოგადოება • 1793976450









