ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ნანა ყეინიშვილი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის (სებ) საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.

გამოძიების პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ნანა ყეინიშვილს დროებით ჩამოაცილებენ სებ-ის საბჭოს სხდომებს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი მასალების — კრიპტოვალუტის სერვისების მომწოდებელი კომპანიის, შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელების განცხადებებისა და მათ მიერ წარდგენილი აუდიოჩანაწერების საფუძველზე.

კომპანიის ხელმძღვანელები ამტკიცებენ, რომ ნანა ყეინიშვილი:

უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრებისა და აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული;

ცდილობდა წილში შესვლას სებ-ის რეგულაციას დაქვემდებარებულ ერთ-ერთ საწარმოში, საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოების მიზნით;

საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით:

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი საჯარო მოსამსახურეს სამეწარმეო საქმიანობას ეკრძალავს.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, სებ-ის საბჭოს წევრსა და მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება, იყვნენ საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორები.

ნანა ყეინიშვილი: სებ-ის საბჭოს წევრად 2023 წლის სექტემბერში 7 წლის ვადით აირჩიეს. 2012–2016 წლებში იყო VIII მოწვევის პარლამენტის წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 2001–2012 წლებში მეთაურობდა საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოებას, ხოლო 2017–2023 წლებში სხვადასხვა კერძო კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი იყო.

შპს „ბიტექსჩეინჯი“: კრიპტო სერვისების პროვაიდერი კომპანია 2020 წელს დაფუძნდა და მის 100%-იან წილს ბიზნესმენი დავით ორჯონიკიძე ფლობს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი
დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, მე საჩივარს არ შევიტან, მსურს მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო ყველასთვის - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...

სპორტი • 1794602917

ზოდიაქო
14 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...

ეს საინტერესოა • 1794600374

ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...

საზოგადოება • 1794598054

ავარია ინდოეთი
ინდოეთში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...

მსოფლიო • 1794595089

გემები მარმარაში
სტამბოლის სანაპიროსთან ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...

მსოფლიო • 1794591096

ლუკა ეხვაია ჩინეთი
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას დაშვებულ პროტოკოლურ ხარვეზს უკავშირდება

როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...

პოლიტიკა • 1794584851