ერთ-ერთი ძებნილი ოჯახს და ადვოკატს დაუკავშირდა – ახალი დეტალები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში

ნიკა გვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია დღეს თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დასაფლავებას ვერ დაესწრო მოკლულის მამა, გია კვარაცხელია, რომლის საქმიანობასაც შურისძიების ვერსია უკავშირდება. ახლობლების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ჩამოსვლა ვერ შეძლო.  


მკვლელობაში ბრალდებულები ისევ იძებნებიან. „კურიერის“ ინფორმაციით, ბრალდებულებმა  საზღვრის გადაკვეთა მოახერხეს და საქართველოს მეზობელ ქვეყანაში იმყოფებიან. ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებულებმა საზღვარი სარფიდან თურქეთის მიმართულებით გადალახეს.

ტელეკომპანიისვე ცნობით,  საქართველოს სხვა მეზობელი ქვეყნიდან მოხდა მკვლელობის დაკვეთაც. გამოძიების ძირითადი ვერსიით, ქილერები ძმები კაკულიების დავალებით მოქმედებდნენ, თუმცა კითხვის ნიშის ქვეშ რჩება – იყო თუ არა ეს სასტიკი მკვლელობა ე.წ. ქურდული სხოდკის დაკვეთაც და არის თუ არა უდანაშაულო ახალგაზრდის მკვლელობა ავტორიტეტული „ქურდების“ სინდისზე.

ამასთან, „კურიერის“ ინფორმაციით,  ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავილაძე ოჯახთან და ადვოკატთან კონტაქტზე გამოვიდა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებულმა შესაძლოა გამოძიებასთანაც ითანამშრომლოს, თუმცა თავისი პირობებით. უახლოეს სასამართლო სხდომაზე გაირკვევა, ალაპარაკდება თუ არა კავილაძე საქმის მთავარი ფიგურანტის, აკო ჭელიძის წინააღმდეგ, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას 10-ზე მეტი ტყვია ესროლა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
18 მეტრიანი ავტობუსი
მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.   ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პი...

საზოგადოება 1711701242

იტალიის პოლიცია
ვიდეო - იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონები...

კრიმინალი 1711696200

მურმან ჯინორია
ვიდეო: ,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

„თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას. მი...

საზოგადოება 1711695600

გახარია ივანიშვილი
რა ვერ აპატია ივანიშვილმა - გიორგი გახარია ალაპარაკდა

ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გ...

პოლიტიკა 1711694820

ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900