"ეს არავის შერჩება!" - ხატია დეკანოიძე ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

სამართალი 1637756742    29

დეკანოიძე

,,საქმე გვაქვს რეჟიმის, იმდენად საზიზღარი, მახინჯი სისტემის რეპრესიულ მექანიზმთან, როდესაც არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ძალაუფლებისთვის რეჟიმი არ ერიდება ადამიანების შანტაჟს, მუქარას, მათ ყველაზე უფრო მძიმე სიბინძურეში გახვევას" - ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ბათუმის საკრებულოს ენმ-ს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შესაბამისმა უწყებებმა გამოძიება უნდა დაიწყონ. 

,,საქმე გვაქვს რეჟიმის, იმდენად საზიზღარი, მახინჯი სისტემის რეპრესიულ მექანიზმთან, როდესაც არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ძალაუფლებისთვის რეჟიმი არ ერიდება ადამიანების შანტაჟს, მუქარას, მათ ყველაზე უფრო მძიმე სიბინძურეში გახვევას და შედეგად ვიღებთ იმას, რომ ადამიანი, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, დღეს უბრალოდ აღარ არის. ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეჟიმმა ვეღარ გაბედოს ადამიანების შანტაჟი წინასაარჩევნოდ თუ არჩევნების შემდეგ...

დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო, საგამოძიებო ორგანოების მიერ დაუყოვნებლივ იქნას მხილებული ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა შანტაჟსა და მოსყიდვაში, დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება ყველა იმ ინსტიტუტის მიერ, რომელსაც რეალურად ევალება რომ გამოიძიოს, დაადგინოს ის ყველაფერი, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალების ფაქტი.​ დარწმუნებული იყავით, ეს არავის შერჩება!", - განაცხადა დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, ,,ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს 24 ნოემბერს გამოაქვეყნეს ჩანაწერი, რომლითაც დგინდება, რომ რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძეს ,,ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები აშანტაჟებდნენ და მას ენმ-ს დატოვებას თხოვდნენ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი სანაია
"თამაზაშვილმა ჭიჭიაშვილს უთხრა, ეს შენი გასაკეთებელიაო" - რას ყვება გიორგი სანაიას საქმის ოქროს მოწმე მკვლელობის დაგეგმვაზე

ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში გიორგი სანაიას მკვლელობის ოქროს მოწმე, კოტე ციხისთავი , რუსთავი 2-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის დაგეგმვის დღემდე უცნობ დეტალებ...

სამართალი 1643398019

გიორგი ფხაკაძე
"ავშენდით, ახალი წამალი თურმე..." - რას წერს გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე, ეხმაურება თინა თოფურიას განცხადებას ,რომლის მიხედვითაც "საეკლესიო ზარების ვიბრაციებს შესწევთ უნარი, კოვიდისგან გაწმინდონ მთელი სივრცე" , და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

საზოგადოება 1643395472

რუსეთი
შეშფოთებული ვართ საქართველოში ოპოზიციის მიერ გამართული ანტირუსული აქციით - რუსეთი

რუსეთმა საქართველოს ოპოზიციის მიერ გამართული უკრაინის მხარდასაჭერი აქციის გამო ნოტა გამოუგზავნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ შეშფ...

პოლიტიკა 1643391205

ზურაბიშვილი
"გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე" - პრეზიდენტმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა. პრეზიდენტის თხოვნაა, მედიამ და საზოგადოებამაც გამოაცხადონ ერთგვარი მორატორიუმი სიძულვილი...

პოლიტიკა 1643390244

ზურაბიშვილი სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება პოლარიზაციის საფუძველი და არა დეპოლარიზაციის.  "ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი იქნება ზეპ...

პოლიტიკა 1643387201

ზურაბიშვილი ივანიშვილი
ივანიშვილს საუბარი შევთავაზე, მაგრამ მითხრა, რომ პოლიტიკაში აღარაა - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში შეხვედრისას აცხადებს, რომ მას სურდა "ეროვნული თანხმობის" პროცესი ბიძინა ივანიშვილისთვისაც აეხსნა, თუ...

პოლიტიკა 1643386686