ესპანეთში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
სამართალი • 1785844975
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, ქალაქ ვალენსიაში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, ხოლო მეოთხე წევრის დაკავების მიზნით საპოლიციო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
აღნიშნულ სპეცოპერაციაში ესპანელ კოლეგებთან ერთად საქართველოს პოლიციის ატაშე მონაწილეობდა.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ბინის ქურდობა, ფულის გათეთრება და ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის წევრობა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ესპანეთის ტერიტორიაზე სისტემატურად ქურდავდნენ საცხოვრებელ ბინებს. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ისინი არჩევდნენ ისეთ სახლებს, სადაც მეპატრონეები არ იმყოფებოდნენ, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით უკანონოდ შედიოდნენ და ეუფლებოდნენ ძვირადღირებულ ნივთებსა და თანხას.
სამართალდამცველების მიერ დაკავებულების პირადი, ავტომობილებისა და დროებითი საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, დიდი ოდენობით ფული და დანაშაულის ჩასადენად საჭირო სპეციალური ხელსაწყოები.
დაკავებულების მიმართ კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები ტარდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტერპოლსა და ევროპოლთან.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










