ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო გაიმართება - დაესწრება თუ არა სააკაშვილი პროცესს
სამართალი • 1653021024 85

ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით უნდა გაგრძელდეს, თუმცა ადვოკატების თქმით, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მესამე პრეზიდენტი სასამართლოში ვერ მივა, პროცესი სავარაუდოდ, გადაიდება.
მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის გამო უკვე რამდენიმე პროცესს ვერ დაესწრო. უფლებადამცველების შეფასებით, საქმე პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.
"თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მისცემს დასწრების საშუალებას, პროცესი ვერ უნდა გაგრძელდეს მის გარეშე, თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა, ამ სასამართლოსგან რაიმე ტიპის არასამართლებრივი და არალოგიკური გადაწყვეტილების მიღება გასაკვირი ნამდვილად არ იქნება", - თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთი უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი დღეს კლინიკა "ვივამედში" მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულებას გეგმავს.
"დღეს მოვინახულებ მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ მოუთმენლად ველით საბოლოოდ დასკვნას მისი ჯანმრთელობის თაობაზე. ცალსახაა, რომ მის ჯანმრთელობას აქვს სერიოზული პრობლემები", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ბერძნული მედია, ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს, რა დროსაც გაანეიტრალეს 13- კაციანი დაჯგუფება 72 წლის “კანონიერი ქურდის“, კაკო ბილანიშვილის მეთაურობით. ბერძნული მედია კი დაკავებულ...
კრიმინალი • 1657092407

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ქარელში, „ტვ მონიტორინგის...
სამართალი • 1657091875

ვაშინგტონში, ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა შეცვალა, თუმცა საქართველომ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. „ატლანტიკური...
პოლიტიკა • 1657091197

რუსეთში „გაზპრომის“ კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს. ლოჯისტიკური კომპანიის, „ასტრა-შიპინგ“-ის გენერალური დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვის ცხედარი სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, მისივე აგარკზე,...
მსოფლიო • 1657090773

ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2022 წელს მსოფლიოში ბუნებრივ კატასტროფებს, წყლის დეფიციტსა და უცხოპლანეტელების შემოსევასაც უნდა ველოდოთ. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს. ვანგას 5 წინა...
მსოფლიო • 1657090384

"უკაცრავად, ბებიაჩემია. გადავურეკავ, ინტერნეტი არ აქვს~ - დემნა გვასალიამ ბებიის ზარის გამო ინტერვიუ შეწყვიტა. ეს ამბავი ბალენსიაგას 2021 წლის ოტ კუტიურ შოუზე მოხა. ხვალ კი პარიზში, დემნა ბალენსიაგას...
საზოგადოება • 1657090216