ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 8 თვის შემდეგაც, სახელმწიფო აჭიანურებს გამოძიების განახლებას - SJC მაჩალიკაშვილზე    

სამართალი 1707733903    353

თემირლან

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე განახლებული ინფორმაცია წარუდგინა.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან რვა თვის შემდეგაც, სახელმწიფო განზრახ აჭიანურებს გამოძიების განახლებას. ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის არაერთგზის მიმართვისა, სამსახური თავს არიდებს საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყებას. SJC-ს ცნობით, 2023 წლის 11 დეკემბერს, საგამოძიებო სამსახურს იმ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალი წარუდგინეს, რომელთა ჩატარება ახალი გამოძიების ფარგლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, მოთხოვნილ იქნა მტკიცებულებების ფალსიფიცირებისა და განადგურების თაობაზე გამოძიების დაწყება. ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს მოთხოვნები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ უპასუხოდ იქნა დატოვებული.

"მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, მაჩალიკაშვილის საქმე ცინცაბაძის საქმეების ჯგუფში გაერთიანდა და გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ მოექცა, რაც გულისხმობს იმას, რომ კომიტეტი საქმის აღსრულების პროცესს პერიოდულ სხდომებზე შეაფასებს, ხოლო სახელმწიფოს მიერ მიღწეულ პროგრესს ამ სხდომების შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებში ასახავს. კომიტეტის მომდევნო სხდომა 2024 წლის 12-14 მარტს გაიმართება", - ამბობს ორგანიზაცია.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ გამოძიების განახლების შემთხვევაში, კიდევ არის შესაძლებელი რიგი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც გამოძიების ცენტრალური საკითხის - სახელმწიფოს მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების - დადგენას შეუწყობს ხელს.

ორგანიზაციის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ სამსახური ვერ უმკლავდება ისეთ საქმეებს, რომლებმაც შეიძლება სამართალდამცავი ორგანოების რეპუტაცია, ან მმართველი გუნდის ინტერესები დააზიანოს.

SJC ამბობს, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ გამოვლენილი პრობლემები სახელმწიფოს უნდა ავალდებულებდეს ჩაატაროს ისეთი ცვლილებები, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში სისტემური ცვლილებების რეალურ საფუძველს იძლევა. ამ მიზნით მინისტრთა კომიტეტის წინაშე ორგანიზაცია ითხოვს საქართველოსთვის ზოგადი ხასიათის ღონისძიებების დაკისრებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მსგავსი დანაშაულების პრევენციაში, ხელს შეუწყობს სუს-ის შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას.

"ამასთანავე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში დაზარალებულთა უფლებების რეალიზებასა და გამოძიების ხარისხს.  ვიმედოვნებთ, რომ მინისტრთა კომიტეტი მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფოს პროგრესის შეფასებისას ჩვენს მოსაზრებებს გაითვალისწინებს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ხელახალი გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე, უზრუნველყო საქმისთვის მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჯეროვანი ჩატარება და მაჩალიკაშვილების ოჯახის ეფექტიანი მონაწილეობა გამოძიების პროცესში", - წერია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბა ჭიკაიძე
უნდა გაიკეთოს თუ არა აბორტი ქალმა, თუ მეორე ნახევარს ბავშვი არ უნდა? - მამა საბა ჭიკაიძის პასუხი (ვიდეო)

უნდა გაიკეთოს თუ არა აბორტი ქალმა, თუ მეორე ნახევრის ოჯახი ემუქრება და თვითონ მეორე ნახევარსაც არ უნდა ბავშვი? - მამა საბა ჭიკაიძე ქართველი ემიგრანტის კითხვას პასუხობს.  

სოცმედია 1708546920

მარტოხელა
რა თვისებები უშლის ხელს ქალს, რომ ნამდვილ სიყვარულს შეხვდეს

ფსიქოლოგების აზრით, არსებობს ელემენტარული "ცუდი ჩვევები", რომელიც, შეიძლება, ქალს ნამდვილი სიყვარულის პოვნაში  უშლიდეს ხელს. აგრძელებთ წარსულ ურთიერთობებში ცხოვრებას გაინტერესებთ თქვენი ყოფილი - როგორ...

ეს საინტერესოა 1708546620

ხოფერია
"ვზივარ ჩემთვის წყნარად, თვინიერად… რაც მთავარია, მშვიდად… მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში" - ხათუნა ხოფერია

“აუფ… სად, რატომ, რა პონტში გავახსენდი დავით დარჩიაშვილს?! ვზივარ ჩემთვის წყნარად, თვინიერად… რაც მთავარია, მშვიდად… მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში. ჰო, ვენდობი ამ ადამიანს ერთი უ...

სოცმედია 1708546380

ჰალკი
ძალიან ლამაზი ხარო - მითხრა ერთმა ქალბატონმა, მერე დავშორდი... მივხვდი, რომ აფერისტი იყო - "ქართველი ჰალკი" (ვიდეო)

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა გადაცემა „იმედის დღის“ ეთერში საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა. ქართველი „ჰალკი“ იხსენებს პირველ გამარჯვებას - როდესაც კლასელს გადაუწია ხელი. "ყველაზე...

საზოგადოება 1708546080

ჩხუბ
"შენ ვის არტყამ ხელს, ქალო?" - მარკეტიდან ფიზიკური დაპირისპირების კადრები ვრცელდება

"შენ ვის არტყამ ხელს, ქალო?" - ერთ-ერთ სუპერმარკეტში მაღაზიის თანამშრომელი და მომხმარებელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მომხმარებელი მეორე მოლარეს ითხოვდა, ამბობდა, რომ სამსახურში აგვიანდებოდა, რასაც და...

სოცმედია 1708545720

სასამართლო
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი თანამდებობას ინარჩუნებს - რა ჩვენება მისცა სასამართლოს მისმა მეუღლემ

ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მიუხედავად იმისა რომ გამოძიების მასალებით დგინდება რომ განსაკუთრებულ  დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ცოლზე სისტემატურა...

სამართალი 1708545180