გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება - როდის დატოვებს ციხეს დათუნა სულიკაშვილი
სამართალი • 1771253516
ნარკოდანაშაულში ბრალდებული, ცნობილი დიზაინერი ციხეს 9 ივნისს დატოვებს.
ინფორმაცია “პირველებს“ მისმა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა დაუდასტურა.
ადვოკატის თქმით, დაკავებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, პირობითი მსჯავრი და 50 ათას ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.
უფლებადამცველის თქმით, დაკავებულისთვის პირობები, რომელშიც იმყოფება, აუტანელი აღმოჩნდა.
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება მხარეებს შორის. დათუნა სულიკაშვილს განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დარჩენილი ნაწილი კი იქნება პირობითად. ის 9 ივნისს დატოვებს დაწესებულებას. მას ასევე განესაზღვრა ჯარიმა, 50 ათასი ლარის ოდენობით. დათუნას პოზიციას რაც შეეხება, მისთვის აუტანელი აღმოჩნდა ის პირობები, ციხის პირობები და ასეთი ყოფა. ყოველი დღე იყო მისთვის გაუსაძლისი და ყოველ წამს და წუთს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ამიტომ პირადი კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს იყო საუკეთესო გზა, ყველაზე სწრაფად დაეტოვებინა დაწესებულება. ბრალდება ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალსიწინებული დანაშაულის ჩადენას, რომელიც ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას, 8-იდან 20 წლამდე, ან უვადოს, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
ცნობისთვის, დათუნა სულიკაშვილი სამართალდამცავებმა 9 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძება-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი
პოლიტიკა • 1773078330
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. გავრცელებული ინფორ...
მსოფლიო • 1773078042
მოჯთაბა ხამენეიმ უზენაესი ლიდერის რანგში პირველი მიმართვა გაავრცელა. „მშვიდობა დიდებულ, მამაც და ღირსეულ ირანელ ერს, რომელმაც მტკიცედ გაუძლო ყველა განსაცდელს.დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავა...
მსოფლიო • 1773077710
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. "ივანიშვილი არის დასამხობი" - ახალაიას ამ ფრაზის გამო, რომელიც მან სასამ...
პოლიტიკა • 1773077061
ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი....
კრიმინალი • 1773074848
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...
პოლიტიკა • 1773061331












