გიგა ავალიანის დედა საქმის ახალ ფიგურანტებს და ახალ გარემოებებს ასახელებს
სამართალი • 1771417293
მოკლული გიგა ავალიანის დედა ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობა 26 სექტებერს დაიგეგმა. ამის თქმის საფუძველს ეკა კუპატაძეს სისხლის სამართლის მასალები აძლევს, რომელიც ოჯახს გუშინ გადასცეს.
პროკურატურის ვერსიით, სწორედ ამ დღეს ჩამოტვირთა ბრალდებულმა ა. გ.-მ ავალიანის ფეისბუქის გვერდიდან გიგა ავალიანის ფოტოები.
ეკა კუპატაძე ასევე საუბრობს საქმის ახალ ფიგურანტებზე - მათ შორის შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილზე. მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ასევე არის ბევრი პირი, ვინც დანაშაულის შესახებ წინასწარი იცოდა და გამოძიებას არ შეატყობინა.
"ყველას სახელებით და გვარებით ჩამოვწერ და ყველას დავსვამ საბრალდებო სკამზე" - აცხადებს "პირველებთან" ეკა კუპატაძე.
გიორგი მალანია, რომელიც არის შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილი (მერაბ მალანია იყო შს მინისტრის მოადგილე გიორგი გახარიას დროს). ეს არასრულწლოვანი არის საქმის ფიგურანტი. არის ასევე გიორგი რიკაძის შეყვარებული, რომელმაც საქმე მანამდე იცოდა. გაბაშვილის ტელეფონში ჩანს, რომ გიგა ავალიანის სურათები იყო 26 სექტმებერს ჩამოტვირთული. 26 სექტემბერი არის ის დღე, რომელსაც მე ვიძახი პირველივე წამიდან, რომ სწორედ ამ დრეს დაიგეგმა გიგა ავალიანის მკვლელობა. დემეტრე ჩიქოვანი არის პირველი წამქეზებელი - პირვრლ წამქეზებელ წინადადებას ეუბნება დემეტრე ჩიქოვანი გაბაშვილს. ამ დაკავებულებიდან სავარაუდო ვინც იკვეთება დასაკავებელი ხალხის გარდა, როგროც ვამბობდი, არის ძალიან ბევრი, ვინც იცოდა გიგას მკვლელობის შესახებ, ზოგმა მანამდე, ზოგმა იმის შემდეგ.
კი ბევრი ფიგურანტია. იცით რამდენია, ვინც ეს იცოდა და არ შეატყობინა. აბსოლუტურად ყველას სახელებით და გვარებით ჩამოვწერ და ყველას დავსვამ საბრალდებო სკამზე", - აცხადებს ეკა კუპატაძე.
"ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი
პოლიტიკა • 1773078330
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. გავრცელებული ინფორ...
მსოფლიო • 1773078042
მოჯთაბა ხამენეიმ უზენაესი ლიდერის რანგში პირველი მიმართვა გაავრცელა. „მშვიდობა დიდებულ, მამაც და ღირსეულ ირანელ ერს, რომელმაც მტკიცედ გაუძლო ყველა განსაცდელს.დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავა...
მსოფლიო • 1773077710
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. "ივანიშვილი არის დასამხობი" - ახალაიას ამ ფრაზის გამო, რომელიც მან სასამ...
პოლიტიკა • 1773077061
ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი....
კრიმინალი • 1773074848
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...
პოლიტიკა • 1773061331












