გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
სამართალი • 1775662173
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ | არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა. მანვე, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, დემეტრე ჩიქოვანი კი ერთ მუხლის ორ ნაწილში დამნაშავედ 4 აპრილს ცნო - კერძოდ კი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში.
დღევანდელ სასამართლო სხდომას ალექსანდრე გაბაშვილი და დემეტრე ჩიქაოვანი ესწრებოდნენ, გიორგი რიკაძემ კი სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა. მსჯავრდებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ.
ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის მასწავლებელს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ავალიანის დედა სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავეების დაკავებას ითხოვს
7 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი ენერგიული მუხტით, საქმიანი აქტივობითა და გონებრივი კონცენტრაციით. კოსმოსური ფონი გვეხმარება სწრაფად გადავრთოთ ყურადღება პრაქტიკულ ამოცანებზე და წინ წავწიოთ პროფეს...
ეს საინტერესოა • 1794001636
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ახალ დარტყმებს ამზადებს და მთავარი სამიზნე სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დნეპრის ხიდები და სამოქალაქო ობიექტებია. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1793998946
მოსკოვის სასამართლომ მატარებლების მოყვარულთა პოპულარული ფოტოსაიტის, RailGallery-ის დამფუძნებლები, დენის ესკოვი და ანატოლი ნაგორნოვი დააპატიმრა. გამოძიება მათ სახელმწიფო რკინიგზის დახურულ ბაზებში უკანო...
მსოფლიო • 1793997466
კენიის სასამართლომ აპოკალიპტური კულტის ლიდერს, პოლ მაკენზის 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრულის მკვლელობაში, ასევე ადამიანების შიმშილით სი...
მსოფლიო • 1793990912
საქართველოს ბანკმა, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, Countman-თან პარტნიორობით, ბიზნესის ფინანსური მდგრადობისა და დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობებზე ვორკშოპი გამართა. შეხვედრას გიორგი ბ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1793978807
საქართველოს საპატრიარქომ აზარტული თამაშებისა და კაზინოებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ღიად გააკრიტიკა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხად...
საზოგადოება • 1793976450









