გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენებაში ბრალდებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
სამართალი • 1780317858
გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენებაში ბრალდებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა, არასრულწლოვანთა კოდექსის საფუძველზე სასჯელი 1/4-ით შემცირდა და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2026 წლის 24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე საქმის არსებითი განხილვისას, არასრულწლოვანმა მოწმის სახით დაკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით სასამართლოში, სადაც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა." | წერს პროკურატურა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე "უპრეცედენტო ზეწოლის" ფონზე ჩატარდა. "7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზი...
მსოფლიო • 1780916926
„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო,...
პოლიტიკა • 1780914416
"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... [პაპუნა ლოცულაშვილი] რომ სცემეს, მაგ [საქმის] მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს... ჭორის დონეზე თქვეს | ამბობს ფორმულასთან გორში გარდაც...
შემთხვევა • 1780913118
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმე...
სამართალი • 1780912924
"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ. უკრაინა მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა, ახლა სწორედ ის დროა,...
მსოფლიო • 1780912056
თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო...
შემთხვევა • 1780911827












