"გიო გიო", პირადი ცხოვრების ჩანაწერები და მუქარა ბაღდავაძის მიმართ - ელისო კილაძე შსს-ს მიმართავს
სამართალი • 1629797461

ჟურნალისტი, ელისო კილაძე "თბილსერვისის" ყოფილი თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის, სამსახურიდან გათავისუფლებას ეხმაურება და ამბობს, რომ Facebook-ზე ერთ-ერთი სტატუსის კომენტარებში, მას უცნობი პირი დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ მას ბაღდავაძის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები აქვს. კილაძემ აღნიშნული მუქარად აღიქვა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
"ამ სტატუსზე, რამდენიმე საათის მერე ჩემთვის უცნობი პირი შემოვიდა, რომელმაც მითხრა, რომ ის არის კოლონიის უსაფრთხოების თანამშრომელი და Youtube-ზე ატვირთულია პირადი ცხოვრების ფირი და მას აქვს ფოტოები, კოლონიაში ბაღდავაძის სავარაუდო, არატრადიციული ურთიერთობის შესახებ. მე ეს ჩავთვალე, რომ არის მუქარა. შესაძლებელია, რომ ეს ფოტოები არის ფეიკი, არ ვიცი ნამდვილად. ამ პროფილმა დაიწყო ამ ფოტოების ატვირთვა ჩემ Facebook გვერდზე. ყველა კომენტარის ქვეშ მოვთაგე შინაგან საქმეთა სამინისტრო და მოვთხოვე მათ რეაგირება,- თქვა ელისო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბაღდავაძე, სამსახურიდან გუშინ, 23 აგვისტოს გაუშვეს. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირების და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა.
მუქარასა და შანტაჟზე საუბრობს თავად ბაღდავაძეც.

"არ ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას" - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ე.წ. საგამოძიე...
პოლიტიკა • 1747249161

ვიდეო: როგორ დაიწყო კრემლმა ივანიშვილის კობახიძით ჩანაცვლება - რას ჰყვება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი
პოლიტიკა • 1747248970

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“ „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...
პოლიტიკა • 1747240625

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...
პოლიტიკა • 1747239625

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747239517

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.
სოცმედია • 1747238593