„გვიან ღამით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მომდევნო დილას უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში“ - არასამთავრობოები 7-8 მარტს დაკავებულებზე

სპეცრაზმი რუსთაველეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებენ და სასამართლოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, აქციის მონაწილეების დაკითხვაზე დაბარებისას არსებულ დარღვევებზე საუბრობენ.

როგორც განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები ამბობენ, კრიტიკას იმსახურებს სასამართლოს მიერ ამ დრომდე დაუსაბუთებულად მიღებული დადგენილებები და შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის ჯარიმების შეფარდება. ამასთან ერთად, პროცედურულად სრულიად არაორგანიზებული სახით მიმდინარეობს ერთის მხრივ, სამინისტროს მიერ საქმეების სასამართლოში შეტანა და მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვა.

 

მათივე განცხადებით, სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს გვიან ღამით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მომდევნო დილას უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში ან მხოლოდ 1-2 საათით ადრე აწვდიან ამ ინფორმაციას.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 2-3 და 7-9 მარტს, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ ძალის გამოყენების პარალელურად, ადგილი ჰქონდა დემონსტრანტების მასობრივ უკანონო დაკავებას. იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო დაკავებულების ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი კვლავ დგას დღის წესრიგში. ამ დროისთვის არ დასრულებულა საქმეთა განხილვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტების წინააღმდეგ ეტაპობრივად წარადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს სასამართლოში.

გარდა იმისა, რომ კრიტიკას იმსახურებს სასამართლოს მიერ ამ დრომდე დაუსაბუთებლად მიღებული დადგენილებები და შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის ჯარიმების შეფარდება, პროცედურულად სრულიად არაორგანიზებული სახით მიმდინარეობს ერთი მხრივ, სამინისტროს მიერ საქმეების სასამართლოში შეტანა და მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვა.

უმეტესად, სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს გვიან ღამით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მომდევნო დილას უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში ან მხოლოდ 1-2 საათით ადრე აწვდიან ამ ინფორმაციას. აღნიშნულ საქმეებს ამ დროს სასამართლოში საქმეთა განხილვაში მონაწილეობს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მორიგე მოსამართლე განიხილავს, რომლის ვინაობაც ხშირად უცნობია და მისი ვინაობის გაგების შემდეგაც კი შეუძლებელია სასამართლოსგან შემადგენლობისგან პროცესის გამართვის დროსთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება.

ამ პირობებში, ორგანიზაციების ადვოკატებს, რომლებიც ჩართულები არიან დაკავებული პირების უფლებების დაცვაში, დილიდან გვიან ღამემდე, სამუშაო პირობებისა და სივრცის არარსებობის ფონზე, უწევთ სასამართლოში უშედეგოდ ლოდინი ზოგჯერ რამდენიმე საათი, ზოგჯერ კი მთელი დღის განმავლობაში., რაც სრულიად გაუმართლებელია. ამ პირობებში შეუძლებელია მარწმუნებლის ეფექტიანი დაცვა, ასევე მოწმეთა და სხვა ტიპის მტკიცებულებების დროულად მოძიება და სასამართლოში წარდგენა.

ასევე, შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ ხშირად მთელი დღის განმავლობაში მომლოდინე პირების და მათი ადვოკატების პროცესების სხვა დროისთვის გადადება ხდება, თუმცა, ამაზე სასამართლო მხარეებს ინფორმაციას მხოლოდ მთელი დღის ლოდინის შემდეგ, გვიან ღამით აწვდის", - ვკითხულობთ არასამთავრობოების განცხადებაში. 
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ:

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

• ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების სასამართლოში წარდგენის თარიღი გონივრული ვადით ადრე აცნობოს მხარეებს;

• უზრუნველყონ საქმეში არსებული მასალების მხარეებისთვის დროულად, პროცესის დაწყებამდე გადაცემა.

სასამართლოს:

• ორგანიზებულად წარმართოს საქმეთა განხილვა, დროულად გასცეს ინფორმაცია სასამართლო პროცესის თარიღისა და დროის შესახებ და მხარეებს ადვოკატებთან ერთად მისცეს შესაძლებლობა სამუშაო საათების ფარგლებში მიიღონ პროცესებში მონაწილეობა;

• ადვოკატებს მისცეს შესაძლებლობა, სათანადო კომუნიკაცია ჰქონდეს მის მარწმუნებელთან, მათ შორის, დაუთმოს შესაბამისი სივრცე შეხვედრისთვის;

• მოქალაქეების შუამდგომლობის გათვალისწინებით, საქმეთა განხილვა გადადოს იმ ვადით, რაც საჭირო შეიძლება იყოს მხარისთვის სასარგებლო მტკიცებულებების მოძიებისათვის და მისი ეფექტიანი დაცვისთვის. პოლიტიკა

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დვალიშვილი რამოსი
"სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება" - მერაბ დვალიშვილი

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა სერხიო რამოსმა მერაბ დვალიშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება საბერძნეთთან პირადად მიულოცა. ამის შესახებ UFC-ის ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში წერს. "ს...

სოცმედია 1711638356

გოცირიძე
„კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა “ - რომან გოცირიძე

„კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა“, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა და თქვა, რომ თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ მოხდა და ვითარება არ შეიცვალა...

პოლიტიკა 1711638246

ლენტიი
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს

დაკავება თბილისის ცენტრში - "პირველების" ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი აიყვანეს. დაკავებულს ხელბორკილები მაშინ დაადეს, როდესაც ის ლისზე, ე.წ. სარბენ ბილიკზე გადაადგილდებოდა. ე...

კრიმინალი 1711638080

პეტრე კოლხი
„ნამდვილი „გოლი” ის იქნება, როცა ერთხმად ვეტყვით უარს რუსეთს და გავაპროტესტებთ რუსეთის აგენტების არსებობას საქართველოში…“ - მამა პეტრე კვარაცხელია

 მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს: „ერის გამოფხიზლება შესაძლებელი ყოფილა… ყველაფრის სასიკეთოდ  შეცვლაც შესაძლებელია… ინერტულობა და „ფეხებზე მკიდია” მდგომარეობა ყველას თანაბრად აზარალებს… ზოგი იტყ...

სოცმედია 1711637939

ლატვიის საგარეო
ჩარტერული რეისების გამოყენების გამო, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა. 23 მარტს ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ ფინანსების შესაძლო გაფლანგვასთან დაკ...

მსოფლიო 1711637719

პაპუაშვილი
“ბოროტი სულის ადამიანები… ესენი ნიკა გვარამიას პარტიის წევრები არიან” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ერთა ლიგის ფინალში გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის გამოსვლისას საპროტესტო შეძახილები ორგანიზ...

პოლიტიკა 1711637578