იარაღის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქეა დაკავებული - სუსი
სამართალი • 1785318646
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქეა დაკავებული.
"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულები არიან უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის წევრები, რომლებსაც საქართველოში სარეალიზაციოდ უკანონოდ შემოჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ისინი ქალაქ თბილისში, დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს.
დაკავებულთა პირადი, ავტომანქანისა და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება და ელექტრონული მოწყობილობები. პირველადი დათვალიერებით, აღნიშნულ მოწყობილობებში ნაპოვნია სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა. ამოღებული ნივთმტკიცებები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას საერთაშორისო დანაშაულებრივ ქსელში ჩართული სხვა პირების დადგენის, გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-წლამდე ვადით."- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










