იარაღზე, რომელიც იოსებ ბაბაევის საქმეში მთავარ ნივთმტკიცებად დევს, მისი ანაბეჭდები არ ამოვიდა

ბაბაევი

იოსებ ბაბაევის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა იმ იარაღებზე, რომელიც ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეში მთავარ ნივთმტკიცებად დევს. ხმაურიან საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება, სადაც მოწმის სტატუსით, ამჯერად ექსპერტი და გამომძიებელი გამოკითხეს.

 

"დღეს მორიგი პროცესი იყო, როდესაც ხდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. მნიშვნელოვანი მტკიცებულება ამ შემთხვევაში, იყო ექსპერტი-დაქტილოსკოპი, რომელმაც დაადასტურა, რომ ამოღებულ იარაღებზე არ იყო იოსებ ბაბაევის თითის ანაბეჭდები, შესაბამისად, ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ მას შემხებლობა ამ იარაღებთან არ ჰქონია და ლოგიკურია, რომ მას ეს იარაღები ჩაუდეს" - ამბობს ბაბაევის ადვოკატი  ლექსო მერებაშვილი
სასამართლო სხდომა ბაბაევმა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან როგორც თავად ამბობს, პოლიციელმა ბადრი ნაზარაშვილმა დანაშაული დაფარა. კერძოდ, მან პროცესზე იცრუა და არ თქვა, რომ დაკავების შემდეგ, სამხარეო პოლიციაში სასტიკად გაუსწორდნენ.  ბაბაევის თქმითვე, ექსპერტმა ის ფაქტი, რომ იარაღზე ანაბეჭდები არ ამოვიდა, "ჩვეულებრივ მოვლენად" შეაფასა:

"ექსპერტი, რომელმაც დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა გააკეთა ანაბეჭდებზე, რომელიც დაარიგეს წინასწარ პროკურატურაში და ათქმევინეს აბსურდი, თითქოს იარაღებზე ხშირ შემთხვევაში არ ამოდის კვალიო. ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ჩემი კვალი არ არის მაგ იარაღებზე მაგის სიტყვებით. იმაზე არ ამახვილებენ ყურადღებას რომ ანაბეჭდები რომ არ ამოვიდა ე.ი. ის იარაღები ჩემი არ არის და ამას უნდა შეეგუონ... " ამბობს ბაბაევი. იოსებ ბაბაევი 5 ივნისის ღამეს დააკავეს და პოლიციელებმა ჯგუფურად სცემეს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე ბიზნესმენს და სამოქალაქო აქტივისტს როგორც თავად ამბობს, სამართალდამცველებმა “მაკაროვი” და “კალაშნიკოვი” ჩაუდეს.      -0:11   

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პატრული
დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმისშვილი ნოდარ ბადუაშვილი

"მთავარის" ინფორმაციით, კახეთში, კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმისშვილი ნოდარ ბადუაშვილი დააკავეს | არსებული ინფორმაციით, მას კაჭრეთში მანქანა გაუფუჭდა, რა დროსაც პოლიციამ აიყვანა  მისი...

კრიმინალი 1747592511

კობახიძე ირაკ
„ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ამ მოცემულობის შეცვლა“ - ივანიშვილისც მეგობარ აქტსა და სანქიცებზე

"თუ მოახერხებს პრეზიდენტი [ტრამპი] "დიფ სთეითის" შესუსტებას, ამ შემთხვევაში, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, ამ შემთხვევაში, დარჩება ის სტატუს-კვო, რ...

პოლიტიკა 1747591520

ზურა ჯაფარიძე
„დღეს გამდის გირაოს გადახდის ვადა, ხუთშაბათს არის შანსი, რომ დამიჭირონ“ - ზურა ჯაფარიძე

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ 22 მაისს, მის სასამართლო პროცესზე, აქვს მოლოდინი, რომ გირაოს გადაუხდელობის მიზეზით დაიჭერენ. "დღეს გამდის...

პოლიტიკა 1747590842

კობახიძე1
„გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები. ეს არის მთავარი, რაც იყო მოცემული ჩვენს წერილში“ - ირაკლი კობახიძე

"მთავარი გზავნილი არის ის, რომ გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები. ეს არის მთავარი, რაც იყო მოცემული ჩვენს წერილში. გვაქვს ინტერესი, რომ ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და ა...

პოლიტიკა 1747590140

კიტ კელოგი
„აშშ-მ 22-პუნქტიანი გეგმა შეადგინა, რომლის პირველი პუნქტიც ცეცხლის შეწყვეტაა“ - კელოგი

სტამბოლში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ "მტკიცე სამშვიდობო გეგმა" წარვადგინეთ. ლონდონის შეხვედრების შემდეგ ჩვენ (აშშ-მ) შევადგინეთ ყოვლისმომცველი 22-პუნქტიანი გეგმა, რომელიც...

რუსეთ-უკრაინის ომი 1747589085

კვარაცხელია მიქაუტაძე დავითაშვილი
ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი მაისურზე ლგბტ დროშითა და ჰომოფობიის საწინააღმდეგო სლოგანით

17 მაისს ქართველი ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი მაისურზე ლგბტ დროშითა და ჰომოფობიის საწინააღმდეგო სლოგანით თამაშობდნენ.  სამივე ფეხბურთელის გუნდი საფრანგეთის...

სპორტი 1747588981