იოსებ სიგუა მაკონტროლებს, მდევნის და გამოუწერეს სამაჯური, დღეს პროცესი გაიმართება, რომ მოსამართლემ ძალაში დატოვოს შსს-ს გადაწყვეტილება სამაჯურის აუცილებლობაზე - სოფია სიგუა

სიგუა ცოლი

ეს ადამიანი [იოსებ სიგუა] მაკონტროლებს, მდევნის, ყველგან შემოდის, სადაც ვარ, გარეთ ყველგან მანქანა დგას, ამასთან დაკავშირებით სამაჯური გამოუწერეს, - ამის შესახებ პოლიციის მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე, სოფია სიგუა-შატბერავა „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს.

როგორც შატბერავა აცხადებს, გარდა ელექტრონული სამაჯურისა, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერიც აქვს გამოწერილი და მას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამორთმეული აქვს.

შატბერავას თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში პროცესი უნდა დაიწყოს, სადაც პოლიციის მაღალჩინოსანიც მივა.

„ახლა შევდივარ სასამართლოში, რამდენიმე წუთში იწყება ამ ძალადობასთან დაკავშირებით პროცესი, რომ ჩემი უსაფრთხოება იყოს დაცული. ეს ადამიანი მაკონტროლებს, მდევნის, მდევნის არ ჰქვია ამას, ყველგან შემოდის, სადაც ვარ, გარეთ ყველგან მანქანა დგას, ამასთან დაკავშირებით სამაჯური გამოუწერეს. მოსამართლემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ძალაში უნდა დატოვოს, რომ ნამდვილად სამაჯურია ამ სიტუაციაში აუცილებელი. გუშინწინ, 4-ჯერ გამოვიძახე პოლიცია, რაზედაც არ მოვიდნენ, გუშინ, უკვე გენერალურ ინსპექციაში დავრეკე და მერე უკვე მოვიდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნამდვილად იმსახურებდა ჩემთან მოახლოების აკრძალვას. ეს გადაწყვეტილება პოლიციამ მიიღო, ვინაიდან საფრთხის შემცველი იყო, იარაღი ისედაც ჩამორთმეული აქვს, ვინაიდან მას კიდევ გამოეწერა შემაკავებელი ორდერი, რომელიც იარაღის ჩამორთმევას გულისხმობს, სამაჯურამდეც კი ეს სანქცია ჰქონდა. მოდის ისიც [სიგუა სასამართლოში], რადგან ეს ჩემი დამცავი მოწყობილობა წრიპინებს ამ მომენტში, სადღაც ახლოს არის“, - განაცხადა შატბერავამ.

ცნობისთვის, სოფია სიგუა-შატბერავას ინფორმაციით, პოლიციის მაღალჩინოსანს, პოლკოვნიკ იოსებ სიგუას, რომელსაც ის ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, ელექტრონული სამაჯური შეაბეს.

იოსებ სიგუა რამდენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.

ის მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

იოსებ სიგუა რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს.

პოლიციის პოლკოვნიკის მეუღლემ, სოფია სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე კახა 1
ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით - კალაძე "ინტერრაოს" დასანქცირებაზე

„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...

პოლიტიკა 1786096179

საქბანკი
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786095246

დაკავება კომპიუტერულ მონაცემებზე
უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000$ მიითვისეს - კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის  ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...

კრიმინალი 1786094675

გურამ დადიანიძე
"კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები" - ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის ხმა ისმის

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...

საზოგადოება 1786090620

თურქები დაკავება
თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი აჭარაში დააკავეს - ბრალად იარაღის უკანონო ტარება და საზღვრის კვეთა ედებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...

კრიმინალი 1786086000

საქბანკი
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786028400