ისაკო დევიძესთან ომბუდსმენი არ შედის - ადვოკატის თქმით, პატიმრის მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს
სამართალი • 1732288293
19 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე პროცესებში საქართველოს სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვს - ახალგაზრდა, რომელიც მშრალ შიმშილზე გადავიდა, ლევან იოსელიანს მოუწოდებს, მისი საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს და საპატიმროში მოინახულოს.
მიუხედავად დაჟინებული მოთხოვნისა, ლევან იოსელიანი ისაკო დევიძესთან საპატიმროში ამ დრომდე არ შედის. არადა, როგორც მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, ახალგაზრდა 48 საათზე მეტია, რაც არც საკვებს და არც წყალს იღებს, რის გამოც შესაძლოა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წამებში გაუარესდეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ძალიან მალე გაუარესდეს, რადგან მოგეხსენებათ, მშრალ შიმშილზეა და მშრალი შიმშილი ნიშნავს, რომ ის წყალსაც არ იღებს. როდესაც ადამიანი რამდენიმე დღის შემდეგ წყალს არ იღებს, მას შეიძლება მძიმე შედეგი დაუდგეს. ისაკო უკვე 48 საათზე მეტია, რაც დაკავებულია და მას არ მიუღია არც წყალი და არც საჭმელი. ისაკომ გუშინ მოითხოვა სახალხო დამცველის შემოსვლა, მაგრამ ამ წუთამდე არ შემოსულა სახალხო დამცველი, არც აპარატის წარმომადგენელი. მე ვთხოვ სახალხო დამცველს, აღნიშნული საქმე აიღოს მისი დაკვირვების ქვეშ და დაუყოვნებლივ შემოვიდეს. ისაკო დევიძე, პირველ რიგში, არის უკანონო პატიმარი და მეორე მხრივ, ის შიმშილობას, არ სვამს წყალს და მას სჭირდება სხვადასხვამაგვარი დაკვირვებები. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ, სახალხო დამცველი სწრაფად შემოვიდეს და მოინახულოს ისაკო დევიძე", - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე 8 დღით პატიმრობაში გაუშვა.
არჩევნების ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე გომელაურის უწყების თანამშრომლებმა სულ 16 დემონსტრანტი დააკავეს (დაკავებულთა შორისა ისაკო დევიძეა) - მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა სამი დაკავებულის საქმეზე 20 ნოემბერს იმსჯელეს:
მათგან ერთს, ირაკლი ანდღულაძეს, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2 700 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.ორი - ისაკო დევიძე და დავით წოწორია, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8-8 დღიან პატიმრობაში დატოვა.სამოქალაქო აქტივისტმა სასამართლოში თქვა, რომ პოლიცია მას დაკავებისას სასტიკად გაუსწორდა.
მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამ...
პოლიტიკა • 1762958294
პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინა...
კრიმინალი • 1762955531
იტალიაში, ქალაქ რომში, ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებ...
კრიმინალი • 1762955427
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია" | ასე პასუხობს ევროკომისიის წარმომადგენელი დავიდ კულენი არქიმანდრიტ დოროთე...
პოლიტიკა • 1762953937
გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ. როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილ...
პოლიტიკა • 1762952375
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: რა ვიცი... ვიცი? არ ვიცი?! ანუ "აბა რა ეგონა(თ)...აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა".და ის, ალტერეგო რომ ჰყავს - შარა-შარა-შიძე, ნაცმოძრაობის...
სოცმედია • 1762950250












