„ისლამურ სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებულს დაუსწრებლად 13-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს
სამართალი • 1775645791
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ტერორისტული საქმიანობის მიზნით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო - ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
ბრალდებულს, რომლის ვინაობა განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) და 323 სეკუნდა მუხლის 1 პრიმა ნაწილით (ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა) და მასზე ძებნა გამოცხადდა.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, საქართველოს მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარების მიზნით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, რის შემდგომაც შეუერთდა ტერორისტული ორგანიზაციის სხვა წევრებს და ტერორისტულ საქმიანობაში მხარდაჭერა აღმოუჩინა“, — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მესტიაში არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირება უფროსების ჩართვით, დაჭრით და ფიზიკური დაზიანებებით დასრულდა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალ...
კრიმინალი • 1788763800
7 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმა...
ეს საინტერესოა • 1788724860
აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ცნობილია თავისი ოქროსფერი ქერა თმით, პარასკევს, 4 სექტემბერს, მორისტაუნის (ნიუ-ჯერსი) აეროპორტში Air Force One-ის დაფრენისას თითქმის ყავისფერი, მუქი თმით გამოჩნდა. ის ბედმინ...
ეს საინტერესოა • 1788719097
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტი“ იმ გენიალურ აღმოჩენაზე საუბრობს, რომელმაც ონკოლოგიაში გარღვევა მოახდინა. ექიმის განმარტებით, ავთ...
ჯანმრთელობა • 1788715982
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, მკვლელობის საქმის დეტალებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. „სასიკვდილო დარტყმით გათიშული გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მ...
საზოგადოება • 1788700251
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს უბრუნდება — ინფორმაციასა და შესაბამის ვიდეორგოლს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. უწყების ცნობით, ტიტულოვანმა ქარ...
სპორტი • 1788698182









