იტალიური კომპანია საქართველოს მთავრობისა და შპს ,,ემ თი ეის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

სასამართლო

იტალიური კომპანია Demaclenko სამართლებრივ დავას იწყებს საქართველოს მთავრობისა და შპს ,,ემ თი ეის" წინააღმდეგ.

"საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 ივლისის განკარგულებით საბოლოო ლეგიტიმაცია მიეცა საქართველოს კანონმდებლობისა და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევებით ჩატარებულ განსაკუთრებით დიდი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცესი სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა კომპანიამ, შპს ,,ემ თი ეიმ" წარმართა. საქმე ეხება ბაკურიანში 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის ჩასატარებლად გათოვლიანების სისტემის შეძენა-მონტაჟს. აღნიშნული მიზნით, სავარაუდო კორუფციული სქემებით, საქართველოს ბიუჯეტიდან იგეგმებოდა 137,828,652.00 ლარის გადახდა, რაც დღეს უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ 47 მილიონი ლარით აღემატებოდა პროექტის რეალურ ღირებულებას.

სახელმწიფო შესყიდვის პროცესში უხეშად დაირღვა როგორც საქართველოს მოქალაქეთა (გადასახადის გადამხდელთა), ასევე იტალიური კომპანია ,,დემაკლენკოს" უფლებები, რომელიც ხელოვნური გათოვლიანების სისტემების მონტაჟის სფეროში მსოფლიოში არის ცნობილი და საქართველოშიც აქვს განხორციელებული რამდენიმე წარმატებული პროექტი.

გვსურს საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

1. „დემაკლენკომ", კონკურენტ კომპანია ,,ტექნოალპინთან" შედარებით, წარადგინა 45 მლნ ლარით იაფიანი შეთავაზება. აღნიშნულის შემდეგ, რამოდენიმე დღეში, გაურკვევლი და კანონით გაუთვალისწინებელი პროცედურით მოხდა ტექნოალპინის შეთავაზების შემცირება. შემცირების მიუხედავად, დემაკლენკოს შეთავაზება სახელმწიფო ბიუჯეტს მაინც ბევრად ნაკლები თანხა უჯდებოდა, თუმცა გამარჯვებულ კომპანიად მაინც „ტექნოალპინი" გამოცხადდა;
2. „დემაკლენკოს" აქტიურობამ და მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა იძულებული გახადა შპს ,,ემ თი ეი", საქართველოს მთავრობა და „ტექნოალპინი" მთლიანობაში დაახლოებით 47 მილიონი ლარით შეემცირებინათ 137 მილიონ ლარიანი შესყიდვა
3. ცალსახაა სერიოზული გადაცდომები პროექტის მომზადების პერიოდში, რომლის ტექნიკური პარამეტრები მიზანმიმართულად მთლიანად მოერგო კონკურენტ Technoalpin-ზე.
4. 2018 წლიდან ოფიციალურად არის ცნობილი, რომ 2023 წელს ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. შესაბამისად, ჩნდება პასუხგაუცემელი კითხვები: რატომ ჩატარდა არაკონკურენტული, არაგამჭვირვალე, დაჩქარებული შესყიდვა გამარტივებული წესით? შესყიდვის ეს ფორმა იმთავითვე ხომ არ იქნა დაგეგმილი კორუფციული სქემების გაადვილების მიზნით?
5. აღნიშნული შესყიდვის პროცესში დაირღვა სახელმწიფო შესყიდვების კანონის ყველა ძირითადი პრონციპი:
ა) ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა - შესყიდვის სავარაუდო ღირებუელბად განისაზღვრა ობიექტურ ღირებულებაზე 47 000 000 ლარით მეტი ფასი.
ბ) ჯანსაღი კონკურენციის განვითარება - ელექტრონული ტენდერის ნაცვლად ჩატარდა გამარტივებული შესყიდვა;
გ) შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა - უპირატესობა მიენიჭა კომპანიას, რომელზეც იმთავითვე იქნა მორგებული შესყიდვის პირობები;
დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა - შესყიდვის პროცედურა არ ჩატარდა საჯაროდ და გამჭვირვალედ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია Demaclenko:

1. სარჩელს შეიტანს თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვს შპს ,,ემ თი ეი"- სა და საქართველოს მთავრობას ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროთ 11 699 870 ლარის გადახდა;
2. მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით;
3. წერილობითი განცხადებით მიმართავს სახელმწიფო კონკურენციის სააგენტოს;
4. მიმართავს საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენს;
5. გამოიყენებს სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებს საკუთარი უფლებების დასაცავად.

კომპანია Demaclenko-ს ინტერესებს ,,კოჟორიძე და იურისტები"-ს ადვოკატები დაიცავენ." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ღარიბაშვილი
"ხელს ნუ აფარებთ მკვლელებს" - გორში ღარიბაშვილს შვილმკვდარი მშობლები პროტესტით დახვდნენ

“ხელისუფლება ჩემი მტერია”, “ხელს ნუ აფარებთ მკვლელებს”,  - ამ ტრანსფარანტებით დახვდნენ გორში ჩასულ ირაკლი ღარიბაშვილს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მშობლები. მერებაშვილებმა ღარიბა...

პოლიტიკა 1713625944

მდინარაძე
"რა დროს სასამართლოა..." - მამუკა მდინარაძე სასამართლოს გამჭვირვალობაზე დასმულ შეკითხვას არ პასუხობს

"ოცნების" უმრავლესობის ლიდერი და რუსული კანონის ინიციატორი მდინარაძე, რომელიც არასამთავრობო სექტორისა და მედიის "გამჭვირვალობის" აუცილებლობაზე საუბრობს და პუტინისტური კანონის მიღების საჭიროებას ამით ხ...

პოლიტიკა 1713625837

იოსელიანი
„ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს“ - ლევან იოსელიანი

ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო [ელისაშვილი] კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს, ერთი წამით არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ვინმეს მოვუწონო საქციელი ჩემი მეგობრობის ან ჩემი ახლობლობის გამო – ამის შესახებ სახ...

პოლიტიკა 1713625369

ნანუკა გულუა
„თუ უფალი ინებებს, სიამოვნებით გავაჩენ მესამესაც… საყვარელი ადამიანისგან შვილის გაჩენა დიდი ბედნიერებაა და მინდა მივმართო ქალებს, ვინც შედარებით გვიან დაოჯახდა, 40 წლის ასაკში გავაჩინე მეორე შვილი…“ - ნანუკა გულუა

ტელესახე და მსახიობი ნანუკა გულუა ახლახან მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, კახა კაშიას ქალიშვილი ნინა და ვაჟი – იკუნა ჰყავთ. ნანუკა და კახა თავადაც აქტიურად არიან ჩართულები შვილების მოვლაშ...

საზოგადოება 1713625183

ქალები ათუმი
"რუსეთში დაბრუნება არ გვინდა" - ქალების მარშს ბათუმიც შეუერთდა

"რუსეთში დაბრუნება არ გვინდა" - ქალების მარშს ბათუმიც უერთდება.   აქციის მონაწილეებმა მსვლელობა უკვე დაიწყეს. მანამდე კი ბათუმისს ცენტრალურ პარკში შეკრებილმა მოქალაქეებმა ევროკავშირის დიდი დროშა გაშალ...

პოლიტიკა 1713623509

ქალები რუსთაველი
ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ - რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა

ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ  - საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები უკვე პარლამენტთან არიან. რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა.   "ქალები ვირჩევთ ევროპას" - ამ სლოგანის ქვეშ დღეს სხვადასხვა ასაკის...

პოლიტიკა 1713623175