ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილი პროცესს ისევ ვერ დაესწრება - სასამართლო სხდომა, შესაძლოა, გადაიდოს
სამართალი • 1653047169 80

სასამართლო სხდომის გაგრძელება ამ ეტაპზე რთულად წარმოსადგენია, თუმცა გავაგრძელებთ ყველა ბერკეტის გამოყენებას, რომ ეს პროცესები გამოდგეს როგორც დემონსტრაცია იმ პოლიტიკური დევნისა, რომელიც მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადოვოკატმა შოთა თუთბერიძემ 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, დაცვის მხარეს სხდომის გადადების მოთხოვნა არ ჰქონია, თუმცა საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს ზოგიერთ შემთხვევაში ავალდებულებს, რომ სხდომა გადაიდოს.
„ჩვენ გადადების მოთხოვნა არ გვაქვს და არც წინა პროცესებზე არ გვქონია, უბრალოდ საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს აძლევს საშუალებას და ზოგიერთ შემთხვევაში ავალდებულებს სხდომა გადაიდოს იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს აქვს პროცესზე დასწრების სურვილი, მაგრამ არ აქვს ამის შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესზე გამოცხადებას ვერ ახერხებს, ამიტომ არსებობს ალბათობა იმისა, რომ სხდომა გადაიდოს. ასევე, როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთ-ერთი ადვოკატი ვერ მოვიდა სხვა პროცესის გამო და ესეც ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს გადადების“, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ბერძნული მედია, ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს, რა დროსაც გაანეიტრალეს 13- კაციანი დაჯგუფება 72 წლის “კანონიერი ქურდის“, კაკო ბილანიშვილის მეთაურობით. ბერძნული მედია კი დაკავებულ...
კრიმინალი • 1657092407

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ქარელში, „ტვ მონიტორინგის...
სამართალი • 1657091875

ვაშინგტონში, ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა შეცვალა, თუმცა საქართველომ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. „ატლანტიკური...
პოლიტიკა • 1657091197

რუსეთში „გაზპრომის“ კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს. ლოჯისტიკური კომპანიის, „ასტრა-შიპინგ“-ის გენერალური დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვის ცხედარი სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, მისივე აგარკზე,...
მსოფლიო • 1657090773

ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2022 წელს მსოფლიოში ბუნებრივ კატასტროფებს, წყლის დეფიციტსა და უცხოპლანეტელების შემოსევასაც უნდა ველოდოთ. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს. ვანგას 5 წინა...
მსოფლიო • 1657090384

"უკაცრავად, ბებიაჩემია. გადავურეკავ, ინტერნეტი არ აქვს~ - დემნა გვასალიამ ბებიის ზარის გამო ინტერვიუ შეწყვიტა. ეს ამბავი ბალენსიაგას 2021 წლის ოტ კუტიურ შოუზე მოხა. ხვალ კი პარიზში, დემნა ბალენსიაგას...
საზოგადოება • 1657090216