სამართალი • 1741856918
[კესარიამ] მაღიარეო, მითხრა. ვუთხარი დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა... განვიზრახე, მომეკლა, - ამის შესახებ 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი ჩვენებაში აცხადებს, რომელიც სასამართლოში გამოაქვეყნეს.
პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე ამ წუთებში სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, პარალელურად კი, მონიტორზე მტკიცებულებებს აქვეყნებს. საგამოძიებო უწყებას ბექა ჯაიანი დაკავების შემდეგ ფარულად ჰყავს ჩაწერილი, სადაც ის მკვლელობას აღიარებს, ამასთან დეტალურად ჰყვება ტრანსგენდერი ქალისა და მისი ურთიერთობის შესახებ.
ამავე ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ ჯაიანმა კესარია აბრამიძე ოჯახის წევრებს, როგორც ეკა, ასე გააცნო. ჯაიანის თქმითვე, ეჭვიანობა ხდებოდა როგორც მისი, ასევე კესარიას მხრიდან.
"ყველასთან ვცდილობდი კარგად დამეხასიათებინა, სანამ ჩემს მიმართ ასეთი გულით იყო... პირველად იმიტომ აირია[ურთიერთობა], გერმანიიდან რომ ჩამოვედი, უსამსახუროდ ვიყავი, როცა ფული გამომელია, კონფლიქტი მოხდა. რომ დავშორდი გაბოროტდა.... ზონდერიაო, სხვას დაადებინა ფოტო... მერე შევრიგდით“, - აცხადებს ჯაიანი ჩვენებაში.
ამასთან, გამომძიებლის კითხვაზე, თუ რა ვითარებაში მიიღო კესარია აბრამიძემ ტვინის შერყევა, ჯაიანი პასუხობს, რომ ეს „ჭიდაობის დროს, თავისით მოხდა“.
"დამირტყამს, მაგრამ მაგ დროს ვჭიდაობდით, შემომარტყა და წონასწორობა ვერ დაიცვა, გადავარდა. თავისიც დაეცა, მე მივიყვანე [საავადმყოფოში], მე წამოვიყვანე, ჩემიდან გამომდინარე არ მომხდარა... 1 კვირა დაშორებულები ვიყავით, მაღიარეო, მითხრა. ვუთხარი დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა...“, - აღნიშნავს ჯაიანი.
რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის დღეს, ის ჩვენებაში ამბობს:
"აფთიაქში შევედი, წნევის დამწევები ვიყიდე, მეც რომ დამელია, გამბედაობა არ მეყო, რომ გადმოვმხტარიყავი... ცივად შევედი, ლაპარაკი დავუწყე, რომ შევხედე, ცრემლები წამომივიდა. რატომ იქცევი ასე-მეთქი, ვკითხე...დავარტყი. დანა ვიყიდე ჩემი სამსახურის წინ, მიცკევიჩზე“, - აცხადებს ჯაიანი ჩვენებაში.
გამომძიებლის კითხვაზე, თუ რამდენჯერ დაარტყა დანა, ის პასუხობს, რომ „აფექტში იყო და არ ახსოვს“.
ამ წუთებში, ჯაიანსა და აბრამიძეს შორის არსებულ სატელეფონო მიმოწერებს იკვლევენ. ერთ-ერთ ჩანაწერში კესარია აბრამიძე ჯაიანას ეუბნება, რომ მისი საცხოვრებელი სახლი დატოვოს, რადგან „კასტეტით“ ცემა.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამბები.გე
გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრუ...
საზოგადოება • 1742047324
ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით, მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „კოლორექტული კიბო - შესაძლებელია პრევ...
ჯანმრთელობა • 1742047239
ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: ჩემი, ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით.ქურდი ჯანგველაძე , რომელიც ტარიელ ონიანის მეგობარია და ქურდების ამ ნაწილს ეძახიან “ქართველ ქურდებს” დაპირისპირებული იყო “ქურთი ქ...
სოცმედია • 1742046210
ტრამპის ადმინისტრაცია 43 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მკაცრი სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას და ქვეყნების შესაძლო ჩამონათვალს The New York Times ავრცელებს. წინასწარ ჩამონათვალში, რ...
მსოფლიო • 1742045769
"კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს. ზელენსკის თქმით, დონეცკის ოლქისა და ფრონტის ხაზის სხვა ზონებში უკრაინის პოზიცი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1742044073
ძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა. ძმები ჯანგველაძეები სოხუმიდან არიან. როგორც ინფორმირებული წყარო ჰყვება, ლევანი მოსკოვიდან ჩამოფრინდა და მკვლელობის დღეს იყო ახლობლის პანაშვიდზე. „ასე მითხრეს მიცვალ...
კრიმინალი • 1742039141
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი