მელია, დოლიძე და კუპრავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს - ეძგვერაძის ცემაზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

შსს არჩევნები

შსს აცხადებს, რომ  ენმ-ის წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათ სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

რაც შეეხება ირაკლი ეძგვერაძეზე მომხდარ თავდასხმას, შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლის  პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გლდანში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე  ოპერატიულად გამოცხადდნენ ადგილზე.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის  პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.

ადგილზე  მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მყოფმა პირებმა 

წინააღმდეგობა გაუწიეს,  მათ პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა" აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, ენმ-ის წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს დღეს საღამოს გლდანში, საკუთარ სახლთან ხელკეტებით შეიარაღებული ირები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეძგვერაძეს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. ის მომხდარში საკრებულოს "ოცნების" დეპუტატის, კოტე ზარნაძის გარემოცვას ადანაშაულებს.

თავდასხმას თბილისის საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე ეძგვერაძესა და ზარნაძეს შორის მომხდარი ხელჩართული ჩხუბი უძღოდა წინ.

რაც შეეხება ენმ-ის წევრების დაკავებას. ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როცა ისინი ეძგვერაძის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ. ადგილი ჰქონდა პოლიციასთან დაპირისპირებას. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხოფერია
„მიშას ძუკნა... რა იცი, შე ბოზო, რა არის სინდისი“ - ხათუნა ხოფერია ხატია დეკანოიძეს

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოცქსელში წერს: დეკანოიძე- მიშას ძუკნა, უკრაინიდან გამიგდებული მეძავი, რამდენს ბედავს?!… სინდისიო… რა იცი, შე ბოზო, რა არის სინდისი…  

სოცმედია 1716903926

ვოლსკის შვილი
ვოლსკის შვილს ვაშინგტონში $476 000-იანი სახლი აქვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის და რუსული კანონის მიმღები დეპუტატის,  გია ვოლსკის შვილს აშშ-ში სახლი აქვს. სტუდია მონიტორის ინფორმაციით, სანდრო ვოლსკიმ ვაშინგტონში სახლი 2019 წელს, 476 000-დოლარად შეიძინა....

პოლიტიკა 1716903433

კალაძე
„ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის ხელუხლებელი“ - კახა კალაძე არაღიარების პოლიტიკაზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არაღიარების პოლიტიკის კუთხით რისკებზე საუბარი არის მუქარა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის ხელუხლებელი. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.   მისი თქმ...

პოლიტიკა 1716902959

კალაძე
„ურთიერთობის გაღრმავებას მხოლოდ მივესალმებით“ - კახა კალაძე ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე

ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ვამყარებთ და მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჩინეთთან უვიზო მიმოს...

პოლიტიკა 1716902886

დუდა
პოლონეთის პრეზიდენტის, დუდას ავტოკოლონას პეტარდა ესროლეს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას ავტოკოლონას პეტარდა ესროლეს – ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. დუდას ავტოკოლონამ კოლას რაიონის სოფელ კეშეტაში გაიარა, სადაც მამაკაცმა მანქანას პეტარდა ესროლა....

მსოფლიო 1716902431

ევრო დოლარი
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

 ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7847 ლარი გახდა. კურსი კი რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7680 ლარი იყო.   ევროს კურსი 3.02...

ბიზნესი & ეკონომიკა 1716902290