„მიხარია“ - გიორგი გაბუნია ნიკა გვარამიას მოსამართლის ამერიკული ტრეინინგიდან მოხსნაზე

სამართალი 1653133848    317

გაბუნია

"ვერ დავმალავ, რომ ძალიან მიხარია რომ ლაშა ჩხიკვაძე ვერ "იგულავებს" ფლორიდაში და ახლა ალბათ ჩალაგებულ ჩემოდნებს უკან ალაგებს", - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი გაბუნია აშშ-ის საელჩოს მიერ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის ტრენინგიდან მოხსნას. 

"მე თუ მკითხავთ, მსგავსი მოსამართლეები ერთი ტრენინგიდან კი არა, მსგავსი პროგრამებიდან სამუდამოდ უნდა ამოიღონ. როდესაც ასეთი გრძელი ისტორია გაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილებების, როგორიც ჩხიკვაძეს: გვარამიას საქმე, უგულავას საქმე, ოქრუაშვილის საქმე, ახალაიას საქმე - ეს ხომ შემთხვევითი არ არის. ასეთ ადამიანებს საერთოდ არ უნდა მიეცეთ ამერიკის და დასავლეთის ფულით დაფინანსებულ პროგრამებში მონაწილეობის უფლება და მე თუ მკითხავთ, ამ ქვეყნებში საერთოდ შესვლის უფლებაც უნდა აეკრძალოს. ეს რაც მოხდა ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით, ჩვენ დასაბუთებულად არ ვიცით, მაგრამ შემთხვევითი არ არის. თუ ეს სიმართლეა და სწორედ ამ მიზეზით მოხსნა საელჩომ ის პროგრამიდან, ეს გარკვეულწილად სანქციაა, რასაც ჩვენ ვითხოვდით კიდევაც. მიხარია, რომ ასეთი პრაქტიკული ნაბიჯით გაუშვა სიგნალი მოსამართლეებისა და ქართული ოცნებისადმი. ვისურვებდი, ნამდვილი სანქციებიც დაედოთ ასეთ მოსამართლეებს, რადგან იმსახურებენ", - თქვა გიორგი გაბუნიამ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბიძინა ივანიშვილი
რას ფიქრობენ ივანიშვილზე ვაშინგტონში

ვაშინგტონში, ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა შეცვალა, თუმცა საქართველომ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. „ატლანტიკური...

პოლიტიკა 1657091197

გერმანია
აგარაკზე გენერალური დირექტორი ცხედარი იპოვეს - „გაზპრომის“ სიკვდილის ქრონიკა

რუსეთში „გაზპრომის“ კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს. ლოჯისტიკური კომპანიის, „ასტრა-შიპინგ“-ის გენერალური დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვის ცხედარი  სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, მისივე აგარკზე,...

მსოფლიო 1657090773

ვანგა
წელს ახალი პანდემია ციმბირიდან დაიწყება, დედამიწას უცხოპლანეტელები შემოესევიან - ვანგას წინასწარმეტყველება

ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2022 წელს მსოფლიოში ბუნებრივ კატასტროფებს, წყლის დეფიციტსა და უცხოპლანეტელების შემოსევასაც უნდა ველოდოთ. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს. ვანგას 5 წინა...

მსოფლიო 1657090384

დემნა გვასალია
"უკაცრავად, ბებიაჩემია. გადავურეკავ, ინტერნეტი არ აქვს~ - დემნა გვასალიამ ბებიის ზარის გამო ინტერვიუ შეწყვიტა (ვიდეო)

"უკაცრავად, ბებიაჩემია. გადავურეკავ, ინტერნეტი არ აქვს~ - დემნა გვასალიამ ბებიის ზარის გამო ინტერვიუ შეწყვიტა. ეს ამბავი ბალენსიაგას 2021 წლის ოტ კუტიურ შოუზე მოხა. ხვალ კი პარიზში, დემნა ბალენსიაგას...

საზოგადოება 1657090216

ბავშვები
პუტინისტებს ხელი 346 უკრაინელი ბავშვის სისხლში აქვთ გასვრილი

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 346 ბავშვია დაღუპული, 645-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1657087245