მონობა საქართველოში - 15 წლის ბიჭს, რომელიც საქონლის სასკლაოზე მუშაობდა, ფერმაში მუშაობასაც აიძულებდნენ

მონობა

შრომის ინსპექციის სამსახურმა არასრულწლოვანის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა.

უწყების ცნობით, დადგინდა, რომ 15 წლის ბიჭს, რომელიც საქონლის სასაკლაოზე მუშაობდა, ამავე ობიექტის დირექტორის მოადგილე დაკისრებული მოვალეობების შესრულების გარდა, მის კუთვნილ ფერმაში მუშაობას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდა.

ინსპექციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა უარი უთხრა მის უშუალო ხელმძღვანელს ფერმაში საქმიანობის შესრულებაზე, ბიჭს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სამსახურიდან ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლეს.

"არაგეგმიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი 5 თვის განმავლობაში მუშაობდა მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე, რომლის მოვალეობაში შედიოდა ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა (საქონლის შიგთავსის გადაყრა, ხორცის მანქანაში ჩატვირთვა და ტერიტორიის დასუფთავება ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე და ა.შ.).

არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა, რომ მუშაობის დაწყებიდან მალევე კომპანიის უფლებამოსილი პირი (დირექტორის მოადგილე/საქმისმწარმოებელი) მას სისტემატიურად სთხოვდა, სასაკლაოს მომიჯნავედ არსებული, მისი კუთვნილი ფერმის საქმიანობაში დახმარებას, რაც გულისხმობს მსხვილფეხა საქონლის მოვლას. ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი სამსახურიდან გაგდების მუქარით, თვეების განმავლობაში აიძულებდა არასრულწლოვანს მისი პირადი ფერმის საქმიანობის შესრულებას, რაშიც ის არანაირ გასამრჯელოს არ იღებდა.

მუშაობის დაწყებიდან 5 თვის თავზე, არასრულწლოვანმა უარი უთხრა მის უშუალო ხელმძღვანელს ფერმაში საქმიანობის შესრულებაზე, რის შემდეგაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს და ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან.

ყოველივე ამის საფუძველზე, შრომის ინსპექციის სამსახურმა დაადგინა იძულებითი შრომის ფაქტი. ამას გარდა, ასევე დარღვეულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაც ( 01-126/ნ), რომლის მიხედვითაც აკრძალულია არასრულწლოვნის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამსახურში დასაქმება. მსხვილფეხა საქონლის სასაკლაო და ფერმა კი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება", - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიოეგი წიტაიშვილი
„ჩემს ცოლს მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა... ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედანო“ - გიორგი წიტაიშვილი (ვიდეო)

„ამაყი ქართველი • ცხოვრება შიშის ქვეშ • ყურების ტკივილი საბერძნეთთან მატჩში“ – ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა „Geo Team • ჯეო თიმი“-ს ეთერში ისაუბრა. გიორგი წი...

საზოგადოება 1713558840

დეა მელაძე
"მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი“ - დეა მელაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ყოფილი ცოლი, დეა მელაძე სოციალურ ქსელში წერს: "#არარუსულკანონს, #არარუსეთს ამ აზრზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამო...

სოცმედია 1713558480

ეკა ტოგონიძე
„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი, ცოცხალი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ რომ ირჩევ ევროპას…" - ეკა ტოგონიძე

„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი… ცოცხალი რეფერენდუმი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ, რომ ირჩევ ევროპას,“ – ეს განცხადება  გადაცემაში „რეაქცია“ პროზაიკოსმა ეკატერინე  ტოგონიძემ...

პოლიტიკა 1713557820

გახარია
"ვურჩევ "ოცნებას” ცოტა ენას კბილი დააჭირონ... ისე, მეტის ღირსი ვარ მე, მეტის ღირსი ვარ…” – გიორგი გახარია

„ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე...

პოლიტიკა 1713557580

პოლიტიკა
"ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო..." - მამუკა ხაზარაძე

“ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო, ირაკლი სუთიძემ დაგვტოვა, მაგრამ დიდი კაცობა, მეგობრობა და გამორჩეული შემოქმედება დაგვიტოვა, არაფერ სხვა...

სოცმედია 1713557401

ახალგაზრდები
"წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად” – მამუკა ღლონტი

"მგონი უსინდისო ვარ! წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად." წერს მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილე ახალგაზ...

სოცმედია 1713557220