მოსაამართლეები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებას საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ

მოსამართლეები

ხუთი მოქმედი მოსამართლე: ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

კერძოდ, საქმე ეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესულ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით, მათი აზრის გაზიარების გარეშე, შეუძლია მოსამართლე ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში ხანგრძლივად, სამსახურეობრივი საქმიანობის შესასრულებლად მიავლინოს.

კანონში შეტანილი ცვლილებები ასევე ეხება მოსამართლის სურვილის გარეშე, მის ერთი ინსტანციიდან მეორეში გადაყვანას, ანუ დაქვეითებას, რაც მანამდე არსებული წესით დაუშვებელი იყო.

ამ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსამართლეთა საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დარეგისტრირდა.

სარჩელის დასაბუთებაში მომჩივანი მოსამართლეები აღნიშნულ ცვლილებებს "სადამსჯელო ღონისძიებად" მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ მისი მიზანი არასასურველი პოზიციების გამჟღერებელ, "ურჩ" მოსამართლეებზე გავლენის მოხდენაა.

"მთელი ამ პროცესის შედეგად, კანონმდებელმა სხვა სასამართლოში მივლინების/სხვა მოსამართლისათვის უფლებამოსილების დაკისრების წესში ცვლილების შეტანით მნიშვნელოვნად შეასუსტა ის გარანტიები, რომელიც მოსამართლეებს, როგორც საჯარო თანამდებობის პირებს, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით აქვთ უზრუნველყოფილი. ამასთანავე, გააჩინა განცდა, რომ მიღებული ცვლილები მიზნად ისახავს არასასურველი პოზიციის გამჟღერებელ, "ურჩ" მოსამართლეებზე გავლენის მოხდენას. მიუხედავად იმისა, რომ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სხვა სასამართლოში მივლინება დისციპლინური სახდელის სახეს არ წარმოადგენს, უფლებაში ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, მაინც შეგვიძლია ამგვარი გადაადგილება სადამსჯელო ღონისძიებად მივიჩნიოთ"- ვკითხულობთ სარჩელში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ილია თოფურია
"ისტორია დავწერე, ახლა დროა, ლეგენდა გავხდე“ - ილია თოფურია

 UFC-ს ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონ ილია თოფურიას პოდკასტში MMAF სტუმრობისას ჰკითხეს, რატომ წაშალა ინსტაგრამის აღწერიდან სიტყვები „UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი“, რომელიც ჯერ კიდევ იქამდე დაიწერა, სანამ...

სპორტი 1713585635

აქცია არარუსულ კანონს
„არა რუსულ კანონს!“ - ახალგაზრდების აქცია დღეს, 20 აპრილსაც გაიმართება

რუსული კანონის საწინააღმდეგო ახალგაზრდული პროტესტი გაგრძელდება - რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა მორიგი აქცია 20 აპრილს დააანონსეს. ისინი პარლამენტთან ისევ 19 საათზე შეიკრიბებიან. 19 აპრილის აქცია კი...

პოლიტიკა 1713585528

ნინო ნადირაძე
„მოიმღერმოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე“ - ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი და ტელეწამყვანი ნინო ნადიირაძე სოციალურ ქსელში წერს:     ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მე ვკლავდი, ვწამლავდი, ვარჩენ დემენციას, მალაბსორბციას, დღეს მიმტკიცებენ,...

სოცმედია 1713585367

ბრეგაძე
,სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია მაგასაც დამტკიცება უნდა“ – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია მაგასაც დამტკიცება უნდა. ვინც ამას ვერ ახერხებდა საშემოდგომო ყვებოდა.ვინმეს მოღალატე, გამყიდვ...

პოლიტიკა 1713585288

ია ფარულავა
„ეს არის ტოტალური კონტროლის კანონი, რომელიც დაგვაბრუნებს დასმენების ეპოქაში, ცენზურა და რეპრესიები გარდაუვალი იქნება“ - ია ფარულავა რუსულ კანონზე

ია ფარულავა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. ამის შესახებ ფარულავამ „ინსტაგრამზე“ ისაუბრა. „სინამდვილეში ეს არის ტოტალური კონტროლის კა...

საზოგადოება 1713585131

უჩავა
„იმედმა“ საკუთარი აზრის გამოთქმის გამო დამბლოკა, მიზეზით “არა რუსულ კანონს” და ორშაბათს სტუმრის სტატუსით მიწვეული ჩამხსნა გადაცემიდან“ - ლაშა უჩავა

ლაშა უჩავა სოცქსელში წერს: „ის რომ იმედმა საკუთარი აზრის გამოთქმის გამო დამბლოკა, მიზეზით “არა რუსულ კანონს” და ორშაბათს სტუმრის სტატუსით მიწვეული ჩამხსნა გადაცემიდან, ალბათ, ეს არის “ღირსებით წინ ევრ...

სოცმედია 1713585012