მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა პოზიცია შეიცვალა - რა მოხდა ბეროზაშვილის სასამართლოზე
სამართალი • 1659609178 1437

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მშობლების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილის პროცესი გაიმართა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ბეროზაშვილმა, რომელმაც წინა სხდომაზე დანაშაული აღიარა და წარდგენილ ბრალდებას სრულად დაეთანხმა, დღეს პოზიცია შეცვალა. ის ბრალდებას აღარ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
გარდა ამისა, პროცესზე ბრალდებულმა მისი საქმის განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია.
გიორგი ბეროზაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე გიზო უბილავამ მიიღო.
ცნობისთვის, 27 აპრილს, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რასაც წინ მკვლელობა უძღოდა. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინის კარი შიგნიდან ურდულით ჩაკეტილი დახვდათ. ბინაში შეღწევის და ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ნანახი იქნა 1964 წელს დაბადებული ზაზა ბეროზაშვილისა და მისი მეუღლის - 1967 წელს დაბადებული ლალი თავაძის დამწვარი ცხედრები, რომლებსაც თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გიორგი ბეროზაშვილმა, საცხოვრებელ ბინაში მძინარე მშობლებს - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, კერძოდ: კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ სოფელ გომიდან გაუჩინარებული ახალგაზრდის ცხედარი მდინარე მტკვარში ნახეს. დ...
შემთხვევა • 1660508280

მარნეულში, 13 წლის გოგო გათხოვების მიზნით გაიპარა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს. "პრობლემის გარეშე მინდა სულ ერთი დღე… მარნეულის სოფელ თაზაქენდიდან (ალგ...
საზოგადოება • 1660506867

როგორც ირკვევა, 17 წლის მოზარდი, რომელსაც ბრალად დედის, 34 წლის ჟანა ხალილოვას მკვლელობა ედება, გარდაბანში მცხოვრები ნორუს ხალილოვია. მთავარი არხის ინფორმაციით, გამოძიების...
კრიმინალი • 1660505880

მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა. ინფორმაციას Countrymeters-ის სერვისის მონაცემები ადასტურებს, რომელიც პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობას რეალურ დროში ითვლის. მისივე მონაცემებით, დედ...
ეს საინტერესოა • 1660505671

ვერძი ამ დღეს ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სიამოვნებას მოგანიჭებთ – ამ გზით დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლდებით. დროა, საკუთარი შრომისმოყვარეობის ნაყოფი მიიღოთ. შეთავაზებაზე დათანხმებას ნუ იჩქარებთ,...
ეს საინტერესოა • 1660505460

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე აფხაზეთში ომის დაწყების 30 წლისთავს ეხმაურება: "აფხაზეთის ომიდან, უკრაინის ომამდე... 30 წელი გავიდა.... მე 52 წლის ვარ. სამწუხაროდ ჯერ არ მქვია ომში გამარჯვებ...
სოცმედია • 1660505280