მსჯავრდებული ამბობს, რომ №6 დაწესებულებაში მასზე სექსუალურად იძალადეს - რას აცხადებენ პენიტენციური სამსახური და სახალხო დამცველი

ციხე #6

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძეზე სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და მას „სრულ სიცრუესა და უწყების დისკრედიტაციის მცდელობას“ უწოდებს.

უწყების განცხადებით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ისინი მზად არიან კანონით დადგენილი წესით გაასაჯაროონ დეესკალაციის ოთახის ვიდეოჩანაწერები. პენიტენციური სამსახურის ცნობით, აღნიშნული მასალა საგამოძიებო ორგანოებმა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა უკვე შეამოწმეს და დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა.

36 წლის მსჯავრდადებულმა გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე ბადრაგის თანამშრომლებმა სექსუალურად იძალადეს და დამამცირებლად მოექცნენ. მან აღნიშნა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას დაიწყებს, თუ დასახელებული პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

მსჯავრდადებულის ოჯახი, რომელიც პენიტენციური დაწესებულების დირექტორისა და რამდენიმე თანამშრომლის დასჯას ითხოვს, აცხადებს, რომ პატიმარზე შურისძიება ხორციელდება.

სასამართლო სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დავითაძის მიერ აღწერილ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

გიორგი დავითაძე სასჯელს პოლიციელის დაჭრის საქმეზე იხდის. პენიტენციური სამსახურის განმარტებით კი, იგი სისტემატურად არღვევდა შინაგანაწესს, რის გამოც იგი დეესკალაციის საკანში იყო მოთავსებული.

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მედიასთან საუბარში დღეს, 2 ოქტომბერს, გამოეხმაურა მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის მიერ სააპელაციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსთავის მე-6 საპატიმროში ბადრაგებმა მასზე სექსუალურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.

ლევან იოსელიანის განცხადებით, საკითხი და ვიდეომასალა დეტალურად შეისწავლეს და ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ნახეს.

"ეს საკითხი ჩვენს მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი, მათ შორის, მოვითხოვეთ დაარქივებული მასალებიც და ვნახეთ ვიდეოჩანაწერები. ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ. რაც შეეხება, ის ასევე უთითებდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ამასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით", - თქვა ლევან იოსელიანმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325