ნატა ვიბლიანის გამოკითხვა: საუბრობდა მამის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებაზე, აქვს ინფორმაცია, რომ მისი შვილი მოკლეს დაბადებისთანავე

ნატა ვიბლიანი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად გამოიკითხა ქალი, რომელიც, მისი ჩვენების მიხედვით, 9 წლის ასაკიდან წლების განმავლობაში სისტემატური სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამის შესახებ ipn წერს,

როგორც ნატა ვიბლიანის ადვოკატმა, მარიამ ბარსონიძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქმეზე არავინ არის დაკავებული, თუმცა გამოკითხულია „საკმაოდ ბევრი ადამიანი“.

„პოლონეთის საელჩოს ადმინისტრაციული შენობის დახურვიდან გამომდინარე მოგვიწია, დღევანდელი საგამოძიებო მოქმედება დღეის მდგომარეობით შეგვეჩერებინა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება გაგრძელდება ხვალ, მთელი დღე იქნება გამოყოფილი და არანაირი ხელის შემშლელი ფაქტორი აღარ გვექნება და დავასრულებთ ხვალ გამოკითხვას.

ნატა ვიბლიანის ისტორია ძალიან დიდი ინფორმაციის შემცველია. დღევანდელ გამოკითხვაში არ მივსულვართ გაუპატიურების მუხლამდე. ნატა ვიბლიანი საუბრობდა მამის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ. საუბრობდა თუ როგორ უცნაურ გარემოშია მამა გარდაცვლილი. ასევე, არც იმას გამორიცხავს, რომ მამა მიიყვანეს თვითმკვლელობამდე.

ნატა ვიბლიანი ხვალ საგამოძიებო მოქმედებისას დეტალურად ისაუბრებს 9 წლის ასაკში მის მიმართ როგორ ახორციელებდნენ საზარელ დანაშაულს, კერძოდ, როგორ აუპატიურებდნენ მას. გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდი არსებობს.

მას აქვს ინფორმაცია, რომ მისი შვილი მოკლეს სამშობიაროში დაბადებისთანავე. დანარჩენი უკვე გამოძიების საკითხია. არავინ არ არის დაკავებული ნატა ვიბლიანის საქმეზე, თუმცა გამოკითხულია საკმაოდ ბევრი ადამიანი”, - განაცხადა მარიამ ბარსონიძემ.

გაუპატიურების საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე კახა 1
ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით - კალაძე "ინტერრაოს" დასანქცირებაზე

„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...

პოლიტიკა 1786096179

საქბანკი
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786095246

დაკავება კომპიუტერულ მონაცემებზე
უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000$ მიითვისეს - კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის  ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...

კრიმინალი 1786094675

გურამ დადიანიძე
"კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები" - ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის ხმა ისმის

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...

საზოგადოება 1786090620

თურქები დაკავება
თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი აჭარაში დააკავეს - ბრალად იარაღის უკანონო ტარება და საზღვრის კვეთა ედებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...

კრიმინალი 1786086000

საქბანკი
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786028400