ნატა ვიბლიანის საქმე: ბაჩუკი ჩხვიმიანის აღიარება და გახმაურებული სვანური დავის ახალი დეტალები - "სანდო წყაროს“ ექსკლუზივი
სამართალი • 1791396248
ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ YouTube-არხ „სანდო წყაროსთვის“ მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს ეხება.
ნატა ვიბლიანი არის 43 წლის ემიგრანტი ქალი, რომელიც საჯაროდ ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ 1990-იან წლებში, ბავშვობაში (დაახლოებით 9 წლის ასაკიდან), სვანეთში, მასზე წლების განმავლობაში სისტემატურად ძალადობდნენ და აუპატიურებდნენ თანასოფლელები. გაუპატიურების საქმეს (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი) იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი.
რეპორტაჟში ჟურნალისტი იმ პირებს ესაუბრება, რომლებსაც ნატა ვიბლიანი ძალადობასა და გაუპატიურებაში სდებს ბრალს. ესენი არიან: ბაჩუკი ჩხვიმიანი, მალხაზ ჩხვიმიანი და როდერ ჩხვიმიანი.
ბაჩუკი ჩხვიმიანი: — ეს იყო 16 წლიდან და ჩვენი ურთიერთობა მოხდა 17-ში. ნატა იყო 17 წლის. მე ვიქნებოდი მაშინ 33 წლის... კი, ახლაც ვამბობ მაგას, რომ მთაში მოხდა ეს ჩვენი ურთიერთობა.
ჟურნალისტი: — ეს იყო ნაძალადევი ურთიერთობა?
ბაჩუკი ჩხვიმიანი: — არა, არა! დედამისმა — სახლში გაგიუპატიურებია ჩემი შვილიო და იმის მერე იყო, რომ დამაბრალეს — დაგიცხრილავს სახლიო. მე არ ვყოფილვარ იქ-მეთქი.
ჟურნალისტი: — იარაღით იყავით მისული?
ბაჩუკი ჩხვიმიანი: — არა, რა სისულელეა! წივილ-კივილი, ერთი ამბავი ჰქონდათ.
ჟურნალისტი: — სოფელმა გაიგო და როგორ გაგრძელდა?
ბაჩუკი ჩხვიმიანი: — არაფერი განსხვავებული არ მომხდარა. საერთოდ ამათ აზრზე არ ვიყავი — არც როდერზე, არც ჯიმშერზე და მით უმეტეს ჩემ ძმაზე, ციხეში იჯდა მაშინ მაგი.
ხატზე ავედით და იქ დავიფიცე. ეს, რაც ტყუილი ითქვა ჩემზე — 9 წლიდან ხომ დაიწყო მაგან — იმაზე დავიფიცე, რომ ეს არასწორია. რაც არ მომხდარა, იმაზე დავიფიცე. ამ ცხენის მობმაზე დავიფიცე, იარაღის დახლაზე (საქონლის სადგომში გაუპატიურება?) — იმაზეც დაფიცული ვარ, სასაფლაოზე გაუპატიურებაზეც... ცხოვრებაში რომ არ მიფიქრია საერთოდ მასეთი რაღაცები. რას ჰქვია, რა სისულელეა!
[ვიბლიანებმა] არ მოისმინეს და ისე გამოიტანეს თავიანთი სასჯელი — ბაჩუკი ადგეს და წავიდეს აქედანო. მე არ შევასრულებდი მაგას. ხომ დავამტკიცებდი, რომ რაც მაგან დამაბრალა, ყველაფერი აღიარებული იქნებოდა მაშინ?!
17 წლის იყო, როცა ორსულად იყო. ჩემი შვილი არ იყო მაგი. ერთხელ მქონდა [ურთიერთობა] ორსულობამდე და ორსულობის მერე.
ჟურნალისტი: — სვანურ სამართალსაც არ ელოდებით?
ბაჩუკი ჩხვიმიანი: — მე არა, იმიტომ რომ მე ხატზე დავიფიცე, მორჩა.
ჟურნალისტი: — ელოდებით დაკავებას?
ბაჩუკი ჩხვიმიანი: — არ ვიცი... სიმართლე თუ გაჭრის, მაშინ არა.
მალხაზ ჩხვიმიანი: — არავითარი ურთიერთობა მე მასთან არ მქონია.
როდერ ჩხვიმიანი: — გამომძიებელმა 97 წელში — შენ სახლში გყოლია მაგი და გაგიუპატიურებიაო. რას ლაპარაკობ, მე საერთოდ არ მინახავს-მეთქი. მერე გამახსენდა ეს საბუთი რომ მქონდა ჯარში ყოფნის (1996 წლის ივნისი – 1997 წლის ივნისი).
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










