ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს
სამართალი • 1784739600
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატო ბიურო მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს წარმოადგენს:
„ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ე.წ. ნატა ვიბლიანის საქმეზე მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დაიცავს.
ჯიმშერ ვიბლიანის მიმართ არ გაჟღერებულა გაუპატიურების ბრალდება — ნატა ვიბლიანი მას მოგვიანებით ძალადობის ცალკეულ ეპიზოდში მოიხსენიებს.
დაცვის პოზიციით, აღნიშნულ საჯარო ბრალდებებს წინ უძღოდა ნატა ვიბლიანის მხრიდან ჯიმშერ ვიბლიანის ოჯახისგან 50 000 ევროს მოთხოვნა. ჩვენს ხელთ არსებობს ჩანაწერი, რომელშიც, დაცვის შეფასებით, ფიქსირდება მოთხოვნა: თანხის გადახდის შემთხვევაში — დუმილი, ხოლო უარის შემთხვევაში — ჯიმშერ ვიბლიანის საჯაროდ დასახელებისა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მუქარა.
ჯიმშერ ვიბლიანის ოჯახმა 2026 წლის ივნისის დასაწყისშივე დაუყოვნებლივ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს ცილისწამების, მუქარისა და სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე და მოითხოვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
გაგრძელება იქნება… მომდევნო დეტალები საზოგადოებისთვის, ჩვენი შეფასებით, ნამდვილად შოკისმომგვრელი აღმოჩნდება.
P.S. მკაფიოდ ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმის ძალადობას და წლებია უსასყიდლოდ ვიცავთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს. ამავე დროს, ვიცავთ მათაც, ვინც შესაძლოა ზეწოლის, ცრუ ბრალდების ან მიზანმიმართული დისკრედიტაციის მსხვერპლი გახდეს“, — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










