ნეონაცისტური დაჯგუფების ქართველ ლიდერს, მიხეილ ჩხიკვიშვილს, იგივე "მეთაურ ყასაბს", ნიუ-იორკში 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
სამართალი • 1778909480
ნიუ-იორკში ნეო-ნაცისტური დაჯგუფების ქართველ ლიდერს, მიხეილ ჩხიკვიშვილს, მეტსახელად "მეთაურ ყასაბს", 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა | ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს. ჩხიკვიშვილმა ბრალი გასულ წელს აღიარა.
22 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი, ცნობილი, როგორც "მეთაური ყასაბი", აშშ-ში 2024 წლის ივლისში დააკავეს. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის სავარაუდოდ მანიაკური მკვლელობის კულტის ლიდერია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კულტი მიჰყვება ნეონაცისტურ იდეოლოგიას და ხელს უწყობს ძალადობასა და ძალადობრივ ქმედებებს რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემისა და სხვა ჯგუფების მიმართ, რომლებსაც ის "არასასურველად" მიიჩნევს. გამოძიების ინფორმაციით, ჩხიკვიშვილმა 2023 წელს დაიწყო გეგმის შემუშავება ნიუ-იორკში ახალი წლის ღამეს, მასობრივი თავდასხმისთვის. მისი გეგმის მიხედვით, სანტა კლაუსის ფორმაში გადაცმულ პირებს ებრაული სკოლების ბავშვებისა და რასობრივ უმცირესობებისთვის მოწამლული კანფეტები უნდა დაერიგებინათ.
აშშ-ის საგამოძიებო უწყების ცნობით, ჩხიკვიშვილს განზრახული ჰქონდა, რომ თავდასხმა უნდა ყოფილიყო იმაზე დიდი, ვიდრე 2011 წელს, ნორვეგიაში, ანდრეს ბრეივიკის მიერ მოწყობილი, რომელმაც 77 ადამიანი მოკლა. მიხეილ ჩხიკვიშვილი მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ 2024 წლის 6 ივლისს სტამბული-კიშინიოვის რეისზე დააკავა, რის შემდეგაც მისი აშშ-ში ექსტრადირება მოხდა. ჩხვიკვიშვილმა თბილისის 161-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. ნაცნობების გადმოცემით, სკოლის დამთავრების შემდეგ ის ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში ხორცის მჭრელად მუშაობდა და მეტსახელი "ყასაბიც" სავარაუდოდ ამის გამო აირჩია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე "უპრეცედენტო ზეწოლის" ფონზე ჩატარდა. "7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზი...
მსოფლიო • 1780916926
„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო,...
პოლიტიკა • 1780914416
"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... [პაპუნა ლოცულაშვილი] რომ სცემეს, მაგ [საქმის] მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს... ჭორის დონეზე თქვეს | ამბობს ფორმულასთან გორში გარდაც...
შემთხვევა • 1780913118
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმე...
სამართალი • 1780912924
"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ. უკრაინა მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა, ახლა სწორედ ის დროა,...
მსოფლიო • 1780912056
თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო...
შემთხვევა • 1780911827












