ნეტგაზეთი: ახალი საქმე ღარიბაშვილის წინააღმდეგ? – "მოწმემ ის ქოლ-ცენტრების მფარველად დაასახელა"

ღარიბაშვილი ქოლცენტრი

„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხულმა გივი ჯიბლაძემ დახურულ სხდომაზე განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თაღლითურ ქოლ-ცენტრებს მფარველობდა. ამის შესახებ "ნეტგაზეთი" წერს. 

ადვოკატ ნათია კორკოტაძის ცნობით, ჯიბლაძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ღარიბაშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური პროცესებს ჩამოაშორა და ქოლ-ცენტრების სქემა თავად ჩაიგდო ხელში. დამცველის თქმით, ეს ცნობები ჯიბლაძეს გამოძიებისთვისაც აქვს მიწოდებული, თუმცა სამართალდამცავებს ღარიბაშვილი ამ საკითხზე ჯერ არ გამოუკითხავთ.

გივი ჯიბლაძემ სასამართლო შენობის დატოვებისას ჟურნალისტებთან უარყო გავრცელებული ცნობა და მოკლედ განაცხადა: „მე ეგ არ მითქვამს“.

ამ ეტაპზე უცნობია, წაუყენებენ თუ არა ყოფილ პრემიერს კიდევ ერთ ბრალს.

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამჟამად სისხლის სამართლის ორი საქმე უკავშირდება: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია: ბრალი აღიარებულია, გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება და ის 5-წლიან სასჯელს იხდის.  24 აგვისტოს მას ახალი ბრალი წარედგინა — განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღება. ღარიბაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებს და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს.

„ქრონიკა +“-ის დამფუძნებელი ელისო კილაძე  თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზეა დაკავებული. მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. კილაძე ბრალს არ აღიარებს და პროცესებს მამუკა მდინარაძის მხრიდან შურისძიებად აფასებს. სასამართლო განხილვები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქმეში ფიგურირებენ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, ირაკლი სეხნიაშვილი და სხვები. ბრალდებულებმა — გივი ჯიბლაძემ, ბენ ანორმა, თორნიკე ჯანელიძემ და გიორგი კამლაძემ — პროკურატურის ცნობით, აღიარეს დანაშაული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყვეს ტრანსნაციონალური სქემის გახსნას. ამის საფუძველზე სასამართლომ ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325