„ნია იმნაძეს შესაძლოა, სასამართლო დარბაზიდანაც ბორკილები დაადონ და პირდაპირ გაუშვან საპატიმროში“ - გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე
სამართალი • 1777829481
"უპრეცედენტო შემთხვევაა - საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ არასრულწლოვანი იძულების წესით მიეყვანოთ სასამართლო პროცესზე. ნია იმნაძეს მოუწევს სასამართლო პროცესზე მოყვანა, ყველა კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, აღარ გამოუვა ის რაღაცა ფარსი, ფურცლების ფრიალი და რა პასუხების გაცემა მოუწევს, ვერც წარმოუდგენია მის ადვოკატს გიორგი ლეკიშვილს. აბა, ახლა დაარიგოს, აბა, ახლა ასწავლოს რის შემდეგ როგორ, რა უნდა თქვას, თუ დაუსხლტება ის კითხვებს. მალევე ალბათ, ერთ-ორ დღეში, შესაძლოა, სასამართლო დარბაზიდანაც მას ბორკილები დაადონ და პირდაპირ გაუშვან საპატიმროში. მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება" | ამბობს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე TV პირველთან საუბრისას.
მან რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იმნაძის ადვოკატი ცდილობდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესზე მისვლა თავიდან აერიდებინა. თუმცა, მოგვიანებით მანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნია იმნაძე 7 მაისს 16:00 საათზე გამოიკითხება ] ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის მასწავლებელს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778846299
დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840400
ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840160
უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778839500
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...
პოლიტიკა • 1778827689
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778826178








