ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი თანამდებობას ინარჩუნებს - რა ჩვენება მისცა სასამართლოს მისმა მეუღლემ

სასამართლო

ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მიუხედავად იმისა რომ გამოძიების მასალებით დგინდება რომ განსაკუთრებულ  დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ცოლზე სისტემატურად ძალადობდა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, მოსამართლისთვის უფრო დამაჯერებელი დაცვის მხარის არგუმენტები და ბრალდებულის პოზიცია გახდა. ავთანდილ ბუცხრიკიძემ საპატიმროს  5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დააღწია თავი, ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამდებობასაც ინარჩუნებს.

ქალი რომელმაც მოძალადე პოლიციელი ამხილა დღევანდელ პროცესს არ დასწრებია. მცდელობის მიუხედავად მას ვერც ჩვენ დავუკავშირდით, თუმცა "მთავარმა" მოიპოვა  ჩვენება, რომელიც ავთანდილ ბუცხრიკიძის მეუღლემ გამოძიებას მისცა.

ოფიციალურ დოკუმენტში  დეტალურად არის აღწერილი წლების განმავლობაში  რა დანაშაულს ჩადიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და როგორ უსწორდებოდა ფიზიკურად ცოლს მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით. ჩვენების მიხედვით  ბოლო ასეთი  შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა, სწორე მაშინ გახდა ქალი იძულებული პოლიციაში დაერეკა და  დახმარება ეთხოვა.

"2023 წლის 22 ოქტომბერი იყო. სახლში, სამსახურიდან დაბრუნებულს ჩემი მეუღლე და დედამთილი დამხვდნენ. ჩანთები ჩალაგებული ჰქონდათ და მიდიოდნენ. ჩემი უფროსი შვილიც იქვე იყო. მათ ვკითხე სად მიდიოდნენ, რაზეც ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ზუგდიდში მივდივართო.

ამაზე მე მას ვუსაყვედურე და ვუთხარი, რომ ცოტა ხანს გაჩერდი სახლში, რატომ ჩქარობთ წასვლასთქო. ამაზე ჩემი მეუღლე გაბრაზდა, მომიახლოვდა და მარჯვენა ხელი სახეში ძლიერად დამარტყა, რა დროსაც მე ვიგრძენი ძლიერი ფიზიკური ტკივილი და გაბრაზებულმა ვუთხარი, ახლა ყველაფერს ერთად გაგიხსენებ და დავრეკავ პოლიციაშითქო...." - ნათქვამია ქალის ჩვენებაში. 

ძალადობის ფაქტი  სპეციალურმა  საგამოძიებო სამსახურმა გაასაჯაროვა. პოლიციელს ბრალი ისე წარუდგინეს და სასამართლოშიც ისე მიიყვანეს, რომ  ის თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ. კაცი რომელსაც  ცოლის ცემასა და ფსიქოლოგიურ ტერორს ედავებიან

მუშაობას ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს  განსაკუთრებულ  დავალებათა დეპარტამენტში  აგრძელებს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გირჩი
"გირჩი" სახელს იცვლის და "თავისუფალი ხალხის პარტიას" ირქმევს

„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტიას“ ირქმევს. პარტიამ განცხადება დღეს, 7 სექტემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის პარტია ვიყავით. „გირჩი“ იმიტომ დავირქვი...

პოლიტიკა 1788767700

პატრული
დაპირისპირება მესტიაში: არასრულწლოვნების ჩხუბი უფროსების ჩართვით, დაჭრითა და ფიზიკური დაზიანებებით დასრულდა

მესტიაში არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირება უფროსების ჩართვით, დაჭრით და ფიზიკური დაზიანებებით დასრულდა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალ...

კრიმინალი 1788763800

ზოდიაქო
7 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

7 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმა...

ეს საინტერესოა 1788724860

დონალდ ტრამპი თმა
აშშ-ის პრეზიდენტმა იმიჯი შეიცვალა - ტრამპი ყავისფერი თმით გამოჩნდა

აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ცნობილია თავისი ოქროსფერი ქერა თმით, პარასკევს, 4 სექტემბერს, მორისტაუნის (ნიუ-ჯერსი) აეროპორტში Air Force One-ის დაფრენისას თითქმის ყავისფერი, მუქი თმით გამოჩნდა. ის ბედმინ...

ეს საინტერესოა 1788719097

კულუმბეგოვი  სიმსივნის მკურნალობა
"კიბოს მკურნალობის გასაღები" - ბიძინა კულუმბეგოვი ნობელიანტი მეცნიერების აღმოჩენაზე საუბრობს, რომელმაც ონკოლოგიაში გარღვევა მოახდინა

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტი“ იმ გენიალურ აღმოჩენაზე საუბრობს, რომელმაც ონკოლოგიაში გარღვევა მოახდინა. ექიმის განმარტებით, ავთ...

ჯანმრთელობა 1788715982

გიგა ავალიანი ეკა კუპატაძე
„მე ისევ აქ ვარ!“ - მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა საქმის დეტალებსა და ბრალდებულებზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, მკვლელობის საქმის დეტალებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. „სასიკვდილო დარტყმით გათიშული გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მ...

საზოგადოება 1788700251