პაციენტის უფლებების დარღვევისთვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს 10 000-ის გადახდა დაეკისრა

სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს, პაციენტის უფლებების დარღვევისთვის, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, მისთვის 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს.

"საქმე ეხებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი ახალგაზრდა ქალის უფლებების მძიმე დარღვევას. სასამართლომ შეაფასა გარემოებები, რომლებიც უკავშირდებოდა პაციენტის მიმართ ფიზიკური შეზღუდვის ღონისძიების (ფიქსაციის) გამოყენებას, მისი თავისუფლების შეზღუდვასა და ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულების მხრიდან არასათანადო რეაგირებას.

იმის მიუხედავად, რომ მოქალაქე ა.ტ. კლინიკაში ნებაყოფლობით იმყოფებოდა, მას არ მიეცა დაწესებულების დატოვების შესაძლებლობა. მის მიმართ ფიზიკური შეზღუდვის ღონისძიება (ფიქსაცია) გამოიყენეს, რომლის კანონიერება დავის ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენდა.

ფიზიკური შეზღუდვის პერიოდში ა.ტ. ძალადობის მსხვერპლი გახდა, რაც დადასტურდა სისხლის სამართლის საქმეზე კლინიკის თანამშრომლის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით. მორალური ზიანის საქმე არ ეხებოდა მხოლოდ კონკრეტული თანამშრომლის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას. PHR-მა სასამართლოს წინაშე დააყენა საკითხი თავად სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც ეხება პაციენტის უსაფრთხოების, ღირსების, ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულებას.

სასამართლომ გაიზიარა PHR-ის პოზიცია და დაადგინა, რომ პაციენტის უფლებების, ღირსებისა და ინფორმირებული თანხმობის პატივისცემაზე დაფუძნებული მომსახურების უზრუნველყოფის ნაცვლად, სამედიცინო დაწესებულებამ თავად დაარღვია ა.ტ.-ს უფლებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულით გამოწვეული ზიანის გარდა, პაციენტს მიადგა დამატებითი მორალური ზიანი, რაზეც პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას". - წერს ორგანიზაცია, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავდა.

ორგანიზაცია წერს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების, სახელმწიფო უწყებებისა და პროფესიული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვიბლიანი კუბლაშვილი
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს

ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...

სამართალი 1784739600

სააკაშვილი გამჭვირვალობა
სრულიად სამარცხვინოდ, „გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...

პოლიტიკა 1784737800

ორნელა მუტი
ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს

იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...

შოუბიზნესი 1784736682

ლალი მოროშკინა
"ვცდილობ, წმინდა ნინოს მოძღვრებას მივყვე" - მოროშკინამ თელავის ინციდენტში მონაწილე რუსულენოვან ტურისტებს უმასპინძლა

თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...

საზოგადოება 1784730536

უკრაინა სამხედრო ხელმძღვანელობა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი ჩაუდგება სათავეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1784726017

საქ ბანკი
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1784723688