სამართალი • 1712173320
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პრორუსული დაჯგუფების ლიდერი, ზურა მახარაძეა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმე ეხება 23 მარტს ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას. თუმცა, პროკურატურის განცხადებაში იმ პირთა ვინაობა, რომელსაც საგამოძიებო უწყებამ ბრალდება წარუდგინა, დაკონკრეტებული არ არის.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 23 მარტს, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაცია კი არ ებრძვის, არამედ ქართულ სახელმწიფოს ებრძვის „დიფ სთეითი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, „დიფ სთეითი“...
პოლიტიკა • 1743069761
თბილისის მერის განცხადებით, ხელისუფლება მოქალაქეების პირად ცხოვრებაში არ ერევა, მათი უფლებები კონსტიტუციით დაცულია, თუმცა, ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭ...
პოლიტიკა • 1743069676
გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, ჟურნალისტი ლოლა ტუმასიანი. აჭარის ტელევიზიის ცნობით, ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.
საზოგადოება • 1743069150
თბილისის მერი კახა კალაძე მიჩნევს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ საქველმოქმედო ფონდის მხრიდან ქვეყანაში რევოლუციური სცენარები და აგენტურული ქსელის შექმნა ფინანსდებოდა. ამის შესახებ მან...
პოლიტიკა • 1743068614
"ყადაღის მოხსნაზე უარი მივიღეთ," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი წერს. შეგახსენებთ, ოლიგარქის პროკურატურამ ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფ...
პოლიტიკა • 1743068197
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: საქართველოს ღალატის ქრონიკაზე უფრო დიდი საშინელება რა უნდა ნახოთ?ვერ ნახავთ ვერაფერს!პერსონებზე გაბოროტებისა და ვერ ატანის გამო არ ხდება ეს ყველაფერი - ეს სახელმწიფოს სიძუ...
სოცმედია • 1743066733
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი