რას ედავებოდნენ ლილუაშვილს - პროკურატურის განცხადება

ლილუაშვილი

საქართველოს პროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლილუაშვილს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ეპიზოდი 1: თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მფარველობა

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021–2022 წლებში გრიგოლ ლილუაშვილმა, თანამდებობრივი ავტორიტეტისა და ძალაუფლების გამოყენებით, თბილისში მოქმედი ორგანიზებული თაღლითური „ქოლ-ცენტრის“ მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით 1 365 000 აშშ დოლარი აიღო.

ეპიზოდი 2: ქარის ელექტროსადგურების პროექტის ლობირება

2022 წელს ლილუაშვილმა ინვესტორს, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის მემორანდუმის გაფორმება სურდა, საკითხის ლობირებისა და სასურველი შედეგის მისაღწევად ქრთამი მოსთხოვა. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით მან ქრთამის სახით 1 000 000 აშშ დოლარი გამოართვა.

ეპიზოდი 3: გაზიფიკაციის ტენდერები

2022 წლის თებერვალში, ისევ რომეო მიქაუტაძის შუამავლობით, ლილუაშვილმა კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დირექტორსა და დამფუძნებელს გაზიფიკაციის ტენდერებში გამარჯვებისა და ლობირების სანაცვლოდ ქრთამის სახით 1 500 000 ლარი გამოართვა.

ეპიზოდი 4: ბაგა-ბაღების სააგენტოს ე.წ. „ატკატების“ სქემა

სუს-ის ყოფილი უფროსი მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახაბერ გვანცელაძეს. გვანცელაძე და მისი თანამშრომლები შესყიდვების ხელშეკრულებების სანაცვლოდ მეწარმეებისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს (ე.წ. „ატკატებს“) იღებდნენ. 2018–2023 წლებში აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ აღებულმა ქრთამმა სულ 5 325 943 ლარი შეადგინა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325