სად არის ბაჩიაშვილი - პროკურატურა კვალს ვერ აგნებს
სამართალი • 1747296293
საუკუნის გაქცევის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართა.
დღევანდელ სხდომას ესწრებოდა მძღოლი შოთა ქარუმიძე, რომელსაც გამოძიება ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მართველის დახმარებას და ქვეყნიდან ჩუმად გაპარებას ედავებიან.
დღეს სასამართლომ ბრალდების შესავალი სიტყვა მოისმინა.
პროკურატურა ამ დრომდე ვერ ამბობს, სად იკარგება გიორგი ბაჩიაშვილის კვალი დოჰადან. დღეს, ბრალდების შესავალ სიტყვაში, პროკურორმა ვაჟა თოდუამ ისაუბრა, როგორ დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა, სადახლოდან სომხეთში, ბოლოს კი დოჰას აეროპორტში, თუმცა სად არის ბაჩიაშვილი ახლა, ამას გამოძიება ვერც სასამართლოს წინაშე და ვერც "პირველებთან" ინტერვიუში ვერ ამბობს.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველი კი საზღვრის კვეთის საქმეზე დისტანციურად ჩართვას ითხოვს თუმცა ამ დრომდე უცნობია, მისცემენ თუ არა ბაჩიაშვილს პროცესზე ჩართვის საშუალებას.
ბაჩიაშვილს აღნიშნულ საქმეზე ფორმალური პატიმრობა აქვს შეფარდებული.
შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესის საქმეზეც
ლევან სანიკიძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას: “რატომ არის საქართველო გაგლეჯილი ტომარა?”მართლა ღვთისმშობელი იფარავს საქ...
სოცმედია • 1772907484
გივი თარგამაძე: ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩა...
სოცმედია • 1772903209
გივი თარგამაძე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს...
პოლიტიკა • 1772898323
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხა...
პოლიტიკა • 1772896558
ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქ...
პოლიტიკა • 1772896140
დავით ზურაბიშვილი: ისრაელის საელჩოს განცხადება ვნახე.ერთი ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი ამასაც ახერხებს.
სოცმედია • 1772894141












