სამხრეთ აფრიკაში საქართველოში გასაგზავნი ხუთი ბაობაბის ექსპორტი შეაჩერეს - აღძრულია სისხლის სამართლის საქმე

ბაობაბი სამხრეთ აფრიკაში

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ დურბანის საწყობში დაკავებულია ხუთი გიგანტური ბაობაბის ხე, რომელთა ექსპორტიც საქართველოში იგეგმებოდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესაძლო უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, — ამის შესახებ გამოცემა OC Media-ს საწყობის მფლობელმა განუცხადა.

სამხრეთ აფრიკის ტყეების, თევზჭერისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის (DFFE) განცხადებით, ხეების საქართველოში გატანისათვის საჭირო მოქმედი ლიცენზია არ არსებობდა, რის გამოც ექსპორტიორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. უწყებას ექსპორტიორის ვინაობა ჯერჯერობით არ დაუსახელებია.

ბაობაბების საქართველოში ტრანსპორტირებას წარსულშიც მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი. 2023 წელს კენიიდან მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში 8 ბაობაბი ჩამოიტანეს, თუმცა 2024 წელს რვავე ხე გახმა. მაშინ პარკის ადმინისტრაციამ ხეების გახმობაში ოპოზიცია დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მცენარეები ნიადაგში ჩარგვიდან 6-7 თვეში განცდილი სტრესის გამო გახმა.

DFFE-ის ცნობით, ხუთივე ხე ლიმპოპოს პროვინციაში მოჭრეს და მათი ექსპორტი საქართველოში იგეგმებოდა:

2026 წლის 27 ივლისს ექსპორტიორმა უწყებას მიმართა ლიცენზიის მისაღებად; 2026 წლის 31 ივლისს განაცხადი უარყოფილ იქნა, რადგან საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება უკვე მიმდინარეობდა; 2026 წლის 8 აგვისტოს განმცხადებელმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომელიც ამჟამად განხილვის პროცესშია.

საწყობის მფლობელმა კომპანიამ — Africa Global Logistics (AGL) — OC Media-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ როგორც კი დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ეჭვების შესახებ შეიტყვეს, ტვირთის გადაზიდვა დაუყოვნებლივ შეაჩერეს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ისინი არ წარმოადგენენ ხეების მფლობელს ან ექსპორტიორს და სრულად თანამშრომლობენ საგამოძიებო ორგანოებთან.

ორგანიზაცია „ბაობაბის ფონდის“ დამფუძნებლის, დოქტორ სარა ვენტერის შეფასებით, ფოტოებზე აღბეჭდილი ხეები, სავარაუდოდ, 200-დან 300 წლამდე ასაკისაა.

ექსპერტის განმარტებით, ბაობაბები ძალიან ნელა იზრდებიან და 2 000 წლამდე ცოცხლობენ. მათი ბუნებრივი გარემოდან ამოღება უდიდეს ზიანს აყენებს ადგილობრივ ეკოსისტემასა და მოსახლეობას, რომლებიც ამ ხეების ნაყოფს, ქერქსა და თესლს საკვებად, მედიცინასა და ხალხურ რეწვაში საუკუნეების განმავლობაში იყენებენ.

„საქართველოს ამ ხეების სიცოცხლის შენარჩუნების კარგი გამოცდილება არ აქვს“, — აღნიშნა ვენტერმა 2024 წელს შეკვეთილში გამხმარი 8 ბაობაბის მაგალითზე.

ამ ეტაპზე ხეები დურბანის საწყობში რჩება. AGL-ის განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე მათ არ აქვთ უფლება ხეები გადააადგილონ ან გაასხვისონ და სამართალდამცავების ყველა კანონიერ მითითებას შეასრულებენ.

სტატიის მომზადებაში მონაწილეობდა ნინო შურღაია (OC Media).

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი
დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, მე საჩივარს არ შევიტან, მსურს მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო ყველასთვის - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...

სპორტი • 1794602917

ზოდიაქო
14 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...

ეს საინტერესოა • 1794600374

ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...

საზოგადოება • 1794598054

ავარია ინდოეთი
ინდოეთში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...

მსოფლიო • 1794595089

გემები მარმარაში
სტამბოლის სანაპიროსთან ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...

მსოფლიო • 1794591096

ლუკა ეხვაია ჩინეთი
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას დაშვებულ პროტოკოლურ ხარვეზს უკავშირდება

როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...

პოლიტიკა • 1794584851