საქმე, სადაც მტკიცებულება არ არსებობს - რას ვერ ამტკიცებს პროკურატურა მიქაძეების საქმეში
სამართალი • 1774697040
დავით და გიორგი მიქაძეების ადვოკატებმა მედიისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, სადაც ჯანგველაძის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ დავით და გიორგი მიქაძეების საქმეზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ადვოკატების განცხადებით, გიორგი და დავით მიქაძეების ბრალში მტკიცებულებების ნაცვლად ვარაუდებია, ლოგიკის ნაცვლად წინააღმდეგობები და პასუხების ნაცვლად კითხვები.
დაცვის მხარე ამბობს, რომ საქმეში ვერ იძებნება ბრალის დამდასტურებელი არც ერთი დოკუმენტი, მასში ამოყენებულია აბსტრაქტული ფორმულირებები, რომელიც ვერ ქმნის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას.
ძმებ მიქაძეების უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ბრალდებული პირების წინააღმდეგ პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია. მედიასთან გამართული საინფორმაციო შეხვედრის დროს, ადვოკატებმა თქვეს, რომ მიქაძეები ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ჩართული არ იყვნენ და ერთადერთი რაც პროკურატურას, აქვს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობილი ოპერატიული მუშაკის ჩვენებაა.
,,არცერთი მტკიცებულება, რომელიც საქმეში წარმოდგენილია, არ ადასტურებს დავით და გიორგი მიქაძეების მიერ მკვლელობის ორგანიზებას. აქ უნდა იყოს წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, კავშირები, მათ მიერ განხორციელებული ქმედებები და არა ის, რომ 7 წლის წინ ვიღაცა ერთმანეთს შეხვდა დაბადების დღეზე და მაგალითად, გამარჯობა უთხრა. არის ერთადერთი ოპერატიული მუშაკის პატაკი, რომელიც ანაონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს ვერიას, რომელსაც ავრცელებს და ბრალდებაში იყენებს გამოძიება. სხვა მტკიცებულება ამ საქმეში არ არის", - ამბობს ადვოკატი ზვიად კორძაძე.
27 მარტს კი სასამართლოზე დაცვის მოწმეების დაკითხვა გაგრძელდა და სანდრო წივწივაძე დაიკითხა.
ადვოკატ შორენა ნიქაბაძის განცხადებით, მოწმის პროცესზე გამოცხადების აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ გარკვეულიყო ჰქონდა თუ არა დავით და გიორგი მიქაძეებს რაიმე შემხებლობა ცეცხლსასროლ იარაღთან, რომელიც მკვლელობისთვის იქნა გამოყენებული, ან ზოგადად, მკვლელობის ორგანიზების ფაქტთან. ისეთი ინფორმაცია მიაწოდა დღეს სასამართლოს სანდრო წივწივაძემ, მას რვა წელი კი არ უნდა ჰქონდეს მისჯილი ცეცხლსასროლი იარაღების გასაღებისთვის, დაზარალებულად უნდა იყოს ცნობილი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში”, - განაცხადა შორენა ნიქაბაძემ.
ადვოკატის თქმით, მოწმემ პირდაპირ მიუთითა მან იმის თაობაზე, რომ გარკვეული ადამიანები ზემოქმედებდნენ მის ნებაზე, რათა ხელი დაედო დავით მიქაძისთვის, როგორც დანაშაულში მონაწილე პირისთვის. სანდრო წივწივაძემ განმარტა, რომ მას გიორგი და დავით მიქაძე არასოდეს თვალით არ ჰყავს ნანახი. ყველაფერი სხვა დანარჩენი, რაც მან მოყვა, ძირითადად უკავშირდებოდა მის სისხლის სამართლის საქმეს და ცეცხლსასროლი იარაღების დაკარგვის ფაქტს და მოყვა ისეთი გარემოებების თაობაზე, რის გამოც სამართლებრივ სახელმწიფოში სანდრო წივწივაძეს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები თბილისში 70 სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის აშენებას გეგმავენ გამოცემის ინფორმაციით, ცათამბჯენი მოიცავს ს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1776583264
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც "უფლისწული" შემოგყავს პოლიტიკაში. ნეტა, შვილებს რას ერჩიან, რატომ მტრობენ მათ? იმაზე საუბარი, რომ შვილი - კარგი ბიჭია (გოგოა), სრულიად უა...
სოცმედია • 1776583076
„მოსწონს თუ არა ხალხს ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეები არიან. ისინი არიან მამაცები, გაბედულები, ერთგულები და გონიერები; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით...
მსოფლიო • 1776582759
უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გუშინ კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს | ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო Telegram-არხ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1776582533
"საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს...
კრიმინალი • 1776582471
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზის, ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის მიმართ გაჩენილი მოკლევადიანი იმედის შემდეგ, ვითარება კვლავ გაუარესდა და 24 საათზე ნაკლებ დროში მკვეთრად შეიცვალა,...
მსოფლიო • 1776582355











